0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა.

ამავე საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა მას იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი.

ეზუგბაიას განცხადებით, ამ შემთხვევაში ზუსტად არაა ცნობილი, თუ რომელი ქვეყნის შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს.

“ორი ახალი პაციენტიდან ერთი გახლავთ მეოთხე პაციენტის კლასტერში, ანუ მას ჰქონდა კონტაქტი იმ პირთან, რომელიც მეოთხე ინფიცირებული შემთხვევაა. მეორე დადასტურებული შემთხვევა ეს არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის შემთხვევად, თუ იტალიის შემთხვევად. ამას ამ წუთში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოხდება ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა“, - აღნიშნავს ეზუგბაია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები