1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გლდანში რეაბილიტირებულ ქუჩებს რომელზეც 1 174 364 ლარი დაიხარჯა, თავიდან აკეთებენ

გლდანის რაიონში, ახლად რეაბილიტირებული ორი ქუჩის საფარს, რაზეც 1 174 364 ლარი დაიხარჯა, დემონტაჟი ჩაუტარდა და კომპანია თავიდან აკეთებს.

 

„თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპმა" განახორციელა გზის საფარის რეაბილიტაცია. შესრულებული სამუშაოს ლაბორატორიული კვლევით (რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიამ აწარმოა) დადგინდა, რომ ბოჭორიშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაო ნაწილობრივ არ აკმაყოფილებს ნორმით გათვალისწინებულ სტანდარტს. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია, საკუთარი ხარჯით განახორციელოს ასფალტის საფარის ზედა ფენის მოხსნა და მისი თავიდან მოწყობა. საგზაო სამუშაოების შედეგად, ორ ქუჩაზე- ბოჭორიშვილის (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე განხორციელდა სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 581 739 ლარია გათვალისწინებული, თუმცა, ამ ეტაპზე გადარიცხულია 1 174 364 ლარი. სრული თანხა გადაირიცხება მას შემდეგ, როდესაც კომპანია დაასრულებს სამუშაოს შესაბამისი ხარისხის გათვალისწინებით და ეს დადასტურდება ლაბორატორიულად. აღსანიშნავია, რომ ბოჭორიშვილის ქუჩის გზის საფარის ზედა ფენის დემონტაჟსა და მის თავიდან მოწყობაზე გამგეობის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება“ - განაცხადეს თბილისის მეიაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...