1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი


ამ დღეს უამრავი საინტერესო შეხვედრა და თავგადასავალი გელით. ხელსაყრელი დღეა სიყვარულისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის.


კურო


მუშაობაში გარკვეული უზუსტობები და შეცდომები გაიძულებთ, საქმეში „თავით გადაეშვათ“. სამსახური თქვენგან უდიდეს ძალისხმევას, არასტანდარტულ აზროვნებას და უჩვეულო გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეცადეთ, მოქმედების გეგმა შეიმუშაოთ და ყველა ნაბიჯი გათვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. უარს ნუ იტყვით კოლეგების და გავლენიანი ადამიანების დახმარებაზე - ეს თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად არ აისახება.


ტყუპები


სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელით. მამაკაცებს მეგობრებთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა ექნებათ. ყურადღებით იყავით და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. ქალებს ვურჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ - ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა.


კირჩხიბი


მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა - სერიოზული არაფერი. გირჩევთ, ცოტა ხანი სახლში გაჩერდეთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს და ზომიერება დაიცავით.


ლომი


ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის, ბავშვებზე და მოზრდილებზე ზრუნვისთვის. გამორიცხული არ არის, მამაკაცები ამ დღეს შეხვდნენ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებენ. ქალებს ვურჩევთ, მეუღლეს ან პარტნიორს ყურადღება არ მოაკლონ, თორემ კონფლიქტს ვერ გადაურჩებიან.


ქალწული


ხელსაყრელი დღეა სიყვარულისთვის. თქვენი კავშირი იმდენად ჰარმონიულია, რომ მეტი არავინ გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, ეს ნერვიული სტრესი ან მსუბუქი ტრამვა იქნება. ერიდეთ ცეცხლს და სპირტიან სასმელებს.


სასწორი


ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თქვენი დიპლომატიურობა და გამძლეობა საშუალებას მოგცემთ, ფარულ ხაფანგებს თავი დააღწიოთ. ქალებს ვურჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მსუბუქი თავის ტკივილი.


მორიელი


ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ახალი კონტაქტებისთვის და შთაბეჭდილებებისთვის. შესაძლოა, ისეთ ადამიანს დაუმეგობრდეთ, რომელთანაც ადრე ურთიერთობას ვერ აწყობდით. უსიამოვნებებს ახლობელი ადამიანების ან ძველი მეგობრების დახმარებით გაუმკლავდებით. ნუ დაივიწყებთ სრულფასოვანი დასვენების შესახებ, რომელიც ახლა ძალიან გჭირდებათ.


მშვილდოსანი


ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები. სამწუხაროდ, ბედი უსიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ - ეს, სავარაუდოდ, უფროსთან ან კოლეგებთან კამათი იქნება, თუმცა ამ მდგომარეობიდან ღირსეულად გამოსვლას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, სამსახურში თქვენი პოზიცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.


თხის რქა


თავი შეიკავეთ კოლექტიური საქმიანობისა და ერთობლივი პროექტებისგან. ამ დღეს ერიდეთ კომერციულ გარიგებებს, რადგან, შესაძლოა, ფინანსურად არცთუ სახარბიელო გამოდგეს. არსებობს სამსახურში საყვედირის მიღების შანსი, ამიტომ მეტი ყურადღება გმართებთ.


მერწყული


კრიტიკული დღეა. სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ, ამიტომ არსებობს ტრამვის ან ავადმყოფობის რისკი, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ კონფლიქტი შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.


თევზები


იზრუნეთ თქვენი ორგანიზმის იმუნიტეტზე, რადგან მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები. სასურველია, ალკოჰოლისგან თავის შეკავება, მასაჟი და წყლის პროცედურები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...