1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა, რომ უსიამოვნებები თავს არ მოიხვიოთ. უბრალოდ, დანიშნულ დროს იყავით იქ, სადაც გელიან.
თქვენი ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, თქვენი ჯანრთელობა იმ დონეზე შეინარჩუნოთ, როგორიც საჭიროა.
პროფესიონალური თვალსაზრისით ხვალ თქვენთვის წარუმატებელი დღე იქნება. ეცადეთ, არ მოხვდეთ თქვენს უფროსს თვალში და, მით უმეტეს, არ დაელაპარაკოთ მას ხელფასზე.

კურო
თუ კონკურენტები მოსვენებას არ გაძლევენ, აიღეთ კუთვნილი შვებულება და გაემგზავრეთ დასასვენებლად. დაბრუნებისას კი ახალი ძალებით შეუდგებით საქმეს.
ეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ შხაპის ქვეშ. თქვენ არ მხოლოდ თბილი წყალი, არამედ ის მსუბუქი მასაჟიც გესაჭიროებათ, რომელსაც შხაპქვეშ მიიღებთ.
თუ შემთხვევით დაეჭვდებით, რომ ბუღალტერიაში რაიმე შეცდომა გაგეპარათ, აუცილებლად გადაამოწმეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში შესაძლოა ამ შეცდომის გამო სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.

ტყუპები
სავარაუდოდ, ვიღაცისთვის ძალიან სასიხარულო ამბის თქმა მოგიწევთ, რაც დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მასზე, არამედ თქვენზეც.
ნუ დალევთ ყველაფერს, რაც ხელში მოგხვდებათ. ამ გზით შესაძლოა, თქვენს ორგანიზმში უსარგებლო ნივთიერებები მოხვდეს.
ხვალინდელი დღე განსაკუთრებით რთული იქნება თქვენთვის, შეეგუოთ ფაქტს, რომ აღარ ხართ შეუცვლელი თანამშრომელი და თქვენი საჭიროების დამტკიცებას გამუდმებით უნდა ეცადოთ თქვენს უფროსთან.

კირჩხიბი

ხვალ თქვენს ცხოვრებას ოპტიმიზმი წარმართავს (თუ აღარ გახსოვთ, შეგახსენებთ, ოპტიმისტი ის ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაშინ როცა სხვანი ამტკიცებენ, რომ ამაზე უარესი ვეღარაფერი მოხდება).
ახლა ის დროა, როცა ძალების მოკრება უნდა დაიწყოთ. ეცადეთ, მიიღოთ საკმარისი ენერგია საკვებისა და დასვენებისგან. გაექეცით უარყოფით ემოციებს.
ხვალ არაკეთილმეგობრული განწყობილება გექნებათ და შესაძლოა, კოლეგებთან სრულიად უმნიშვნელო გაუგებრობის გამოც კი კონფლიქტი მოგივიდეთ. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ.

ლომი

ხვალ გაგიმართლათ – თქვენ წინაშე ყველა მოწიწებით იქნება, თუმცა დაიმახსოვრეთ, ნუ გამოიყენებთ ბოროტად ამ კეთილგანწყობას.
ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თქვენი საუკეთესო მეგობრები იქნებიან იოგა და სუფთა ჰაერზე სეირნობა, ასევე, სწორი და დაბალანსებული კვება. თქვით უარი მშრალ საკვებზე ხვალ მაინც.
თქვენ შესაძლოა, საინტერესო პროექტისთვის შთაგონების წყარო გახდეთ. თქვენი მონდომებისა და მცდელობისთვის, იყოთ უკეთესი, დაწინაურება გელით.
 ხვალ თქვენში რევოლუციონერი გაიღვიძებს. თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კარდინალური ცვლილებების შეტანის სურვილი გაგიჩნდებათ.

ქალწული

სხვების პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. ეცადეთ, სრულად ნუ აარიდებთ პრობლემების მოგვარების პროცესს მათ, ვისაც ისინი ეხება.
 ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თქვენს მენიუს. ეცადეთ, რაც შეიძლება ცოტა ტკბილეული მიიღოთ.
 ხვალ დიდი შანსია, არსაიდან მოსულმა ცუდმა განწყობილებამ დღე გაგიუფერულოთ. ეცადეთ, ებრძოლოთ მას და დატკბეთ ამ სამუშაო დღის თითოეული სასიამოვნო წუთით.

სასწორი

ხვალ ბავშვივით დაუცველი იქნებით. მეთვალყურეც კი დაგჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვური გულუბრყვილობის შემოტევის გამო შესაძლოა, სისულელე ჩაიდინოთ.
 ზედმეტად ემოციურად მოახდენთ რეაგირებას მიმდინარე მოვლენებზე, რაც თავის ტკივილსა და მსუბუქად გადაღლას გამოიწვევს.
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, დაიცადეთ, სანამ სიტუაცია დასტაბილურდება.

მორიელი
თქვენი პირადი პრობლემები სხვა ყველაფერს გადაფარავს. სავარაუდოდ, თქვენთვის და თქვენი ახლობელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
 სოციალური სტრესის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით. გირჩევთ, ისწავლოთ უარყოფითი ემოციების დათრგუნვა.
მოგიწევთ გაიხსენოთ, რომ გადაუდებელი საქმეებისა და სამუშაოს გარდა, არსებობს ასევე გადაუდებელი პირადი საქმეები. 

მშვილდოსანი
შესაძლოა, გარკვეულ საკითხზე თქვენი შეხედულება სრულიად შეიცვალოს. ეს ნუ შეგაშინებთ. თქვენი ბრალი არ არის, უბრალოდ, დღეა ასეთი.
შესაძლოა იფიქროთ, რომ არავის უყვარხართ, თუმცა ასე არ არის. ნუ მისცემთ ამ აზრს თქვენი დათრგუნვის უფლებას, ეს თქვენს ფიზიკურ და მორალურ ჯანმრთელობაზე აისახება.
ხვალ არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით: პირადი ცხოვრება ან კარიერა. მიენდეთ თქვენს შინაგან ხმას. ის საუკეთესო მრჩეველი იქნება ამ შემთხვევაში.

თხის რქა
თქვენთვის ჩვეულ დინჯ ტემპს უნდა შეელიოთ. სხვადასხვა გარემობა წუთით დასვენების საშუალებას არ მოგცემთ.
ნუ გამორიცხავთ რაციონიდან ცხიმიან საკვებს. დღეს ეს არათუ მავვნებელი, სასარგებლოც კი იქნება.
 რთულ სიტუაციაში თუ აღმოჩნდით, დახმარებისთვის მიმართეთ მას, ვინც თქვენი საქმიანობის სფეროსთან არ არის კავშირში. თქვენ ახლებური ხედვა გესაჭიროებათ.

მერწყული
შესაძლოა, თქვენს შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებთ. კარი თქვენთვის ღიაა, მთავარია – მოიკრიბოთ სიმამაცე და ზღურბლს გადააბიჯოთ.
 კარგი იქნება, მასაჟებზე სიარულს თუ დაიწყებთ. სასარგებლო იქნება ზურგისა და კისრის არეში მასაჟი. თუმცა თუ ამას გარდა სხვა რამეც გაწუხებთ, ნუ მოგერიდებათ სპეცალისტისთვის თქმა.
როგორც ჩანს, ამიერიდან ვიღაცის მფარველობა მოგიწევთ. სავარაუდოდ, ახალბედას შეიფარებთ ფრთებქვეშ.

თევზები
გახსოვდეთ, ყოველი წუთი, რომელიც დავიწყებას მიეცემა, უნიკალურია. ნუ დაკარგავთ ძვირფას წუთებს ტყუილუბრალოდ, განსაკუთრებით კი ამ დღეს.
ხვალ შესაძლოა, სამსახურში ბევრი პრობლემა შეგექმნათ, რასაც შედეგად საღამოს თავის ტკივილი და უხასიათობა მოჰყვება. ამიტომ ჯობია, ემოციების კონტროლი ისწავლოთ.
 ნუ გაბრაზდები და ნუ აფეთქდებით წვრილმანი პრობლემების გამო. სცადეთ ემოციების კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღე წარუმატებელი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...