1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მშვიდი და სასიამოვნო დღეა. პარტნიორებთან ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ და ცხოვრებით ტკბებით. ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისთვის, სამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. უყურადღებოდ არ დატოვოთ ახალი იდეები და წინადადებები – ისინი აუცილებლად მოგებას მოგიტანენ.

კურო
ეს დღე ცხოვრებისეული წარმატებებისა და წარუმატებლობების დეტალურად გაანალიზებასა და შეფასებას უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, კომუნიკაცია შეზღუდოთ: თქვენი ემოციურობა და თანაგრძნობის უნარი შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდეს. გამორიცხული არაა, რომ თქვენმა აქტიურობამ ვიღაცასთან კონფლიქტი გამოიწვიოს.

ტყუპები
სამსახურში თქვენი აქტიურობა უფროსისა და კოლეგების ყურადღებას მიიქცევს. კარიერისთვის წარმატებული დღეა. თქვენი აქტიურობის მიუხედავად, ფინანსურ სფეროში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ენერგიულად შეუდექით ახალი საქმის კეთებას და აუცილებლად წარმატებით დაასრულებთ. შესაძლოა, ამით ფული ვერ იშოვოთ, მაგრამ ავტორიტეტს მნიშვნელოვნად აიმაღლებთ.

კირჩხიბი
გირჩევთ, მთელი მონდომებითა და ენთუზიაზმით შეუდგეთ ახალი საქმის კეთებას. გამორიცხული არაა, რომ ბიზნესში თქვენი საქმიანობა გაააქტიუროთ. ახლობლებთან ურთიერთობაში ყველაფერი ძველებურადაა. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს – ამან შეიძლება ცუდი შედეგები მოგიტანოთ.

ლომი
მშვიდი, სუფთა და ჰარმონიული დღეა. ოჯახის წევრებს შორის სრული ურთიერთგაგებაა, შეყვარებულებსა და პარტნიორებს შორის – ჰარმონიული ურთიერთობა და სიყვარული. წარმატებული დღეა კარიერული წინსვლისთვის. გირჩევთ, უცხო ადამიანებთან, ნეიტრალური თემების გარდა, არაფერზე ილაპარაკოთ.

ქალწული
სამსახურში თქვენი შრომისმოყვარეობა და აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაბამისად, მშვენიერი შანსი გაქვთ კარიერული წინსვლისთვის. უფროსისა და კოლეგების ახალ შეთავაზებას თუ საქმიან წინადადებას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. თუ საკუთარ მოქმედებებს კარგად დაგეგმავთ და გაიაზრებთ, უახლოეს ხანებში წარმატება გელით.

სასწორი
ეს დღე ინფორმაციის დაგროვებასა და ახალი საქმეების დაგეგმვას უნდა მიუძღვნათ. გამორიცხული არაა, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან ახალი, საინტერესო წინადადება მიიღოთ. ხელოვან ადამიანებს აღმაფრენა და გამარჯვება ელით.

მორიელი
კრიტიკული დღეა. სიფრთხილე გამოიჩინეთ და მზად იყავით იმისთვის, რომ საკუთარი აზრი და ინტერესები დაიცვათ. მოსალოდნელია მოვლენები, რომლებიც თქვენს რეპუტაციას ძალიან დააზარალებს. აუცილებელია, საბოლოოდ გაარკვიოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებზეც, ასე თუ ისე, დამოკიდებული ხართ. დღის მეორე ნახევარში ბავშვებთან კონფლიქტი გელით. ეცადეთ, სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობისა და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის. გირჩევთ, დაწყებული საქმე დროულად და წარმატებით დაასრულოთ. თქვენი აქტიურობა და მონდომება აუცილებლად მიიქცევს უფროსობის ყურადღებას. ამ დღეს პრობლემებს წარმატებით გადაჭრით და კარიერული წინსვლისკენ ერთ ნაბიჯს გადადგამთ. დიდია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგების ან ფასიანი საჩუქრის მიღების გზით. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის.

თხის რქა
ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისთვის, გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისა და საქმიანი კონტაქტების დამყარებისთვის. თქვენი აქტიურობა სამსახურში აუცილებლად მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ თუ ყველა მოქმედებას კარგად გაიაზრებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.

მერწყული
მძიმე და პასიური დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიური მოქმედებებისგან თავი შეიკავოთ. ყველა ახალი საქმე და იდეა წარუმატებლობისთვისაა განწირული. სავარაუდოდ, სამსახურში უამრავი საქმე გელით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შრომა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება.

თევზები
ცვლილებების დღეა. ბევრი თევზი იძულებული გახდება, სამომავლო გეგმებს გადახედოს. წარმატება ჯერჯერობით, იგვიანებს, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ. უფრო ენერგიულად და მიზანმიმართულად უნდა იმოქმედოთ. სავარაუდოდ, ზემდგომ ადამიანებთან, ვისზედაც დამოკიდებული ხართ, ურთიერთობა გაგირთულდებათ, მაგრამ ამაში თქვენ არ ხართ დამნაშავე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...