1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე: 9 გარემოება, რომელიც ამ მომენტამდე ვიცით ცოტნე გამსახურდიას დაჭრის შესახებ

ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავავაზობთ:

9 გარემოება, რომელიც ამ მომენტამდე ვიცით ცოტნე გამსახურდიას დაჭრის შესახებ

1. ადგილი, სადაც ცოტნე სასიკვდილოდ გაიმეტეს, წინასწარ შეარჩიეს.

2. ადგილი, სადაც ცოტნე დაჭრეს, სპეციალურად ჩააბნელეს (გარე-განათება გამორთეს).

3. დაჭრილს მიაყენეს უმძიმესი დაზიანება, წინასწარგანზრახვით, მეთოდურად და სასიკვდილოდ. ცოტნეს დაზიანებები აქვს კისერთან, თავსა და ფილტვში.

4. შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია - ვინ დაჭრა ცოტნე.

5. შსს ასევე მალავს მოტივს - რატომ დაჭრეს ცოტნე.

6. პოლიცია-პროკურატურას არ აქვს ამოღებული მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული ყველა კამერის ჩანაწერი.

7. გალის ქუჩის მიმდებარედ, გოგებაშვილზე, პეტრიაშვილზე, ჯანაშიაზე, ბარნოვზე, შანიძეზე... ირგვლივ უამრავი კამერაა და ადვილად შესაძლებელია იმის დადგენა თუ როგორ მოხვდნენ იქ თავდამსხმელები და როგორ დატოვეს შემთხვევის ადგილი. თუმცა, გამოძიება ამ კუთხით საკმარისად არ აქტიურობს.

8. მიუხედავად ექიმების ყველა მცდელობისა, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა უმძიმესია. არავინ იცის რა მოხდება უახლოეს წუთებში, საათებში, დღეებში...

9. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში შექმნილი შთაბეჭდილების მიხედვით, ოპერატიული სამსახური ფეხს ითრევდა, თავის ყველა შესაძლებლობას არ იყენებდა დანაშაულის ოპერატიულად გახსნის თვალსაზრისით, რაც აღრმავებს ეჭვებს რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტი ბოლომდე არ გახსნას და დამნაშავეებს მიმალვის ან სათანადო ვერსიის/მომზადების შესაძლებლობა მისცეს.

P.S: ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტი, თავისი არსით და საეჭვო გარემოებებით ძალიან ჰგავს დავით კოდუაზე თავდასხმას, როდესაც ბიზნესმენი, ასევე შუა ქუჩაში სასიკვდილოდ გაიმეტეს სპეცრაზმის დახმარებით, ხოლო დანაშაული თავის თავზე ერთმა პირმა აიღო და მოტივად შურისძიება დაასახელა.

შურისძიება, რომელიც რეალურად ხელისუფლებისგან იყო წახალისებული და ხელშეუხებლობის გარანტიით იყო გამაგრებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები