1 5 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"უმძიმესი სანახავია" – ნიკა გვარამია მისი ოჯახის თვალთავლის ვიდეოს აქვეყნებს

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს  და წერს:



„სტატუსი ჩემთვის ძალიან მძიმეა.

მის ქვეშ ატვირთული ვიდეო – უმძიმესი სანახავი.

მაგრამ, ისეთი დღეა, მაინც კარგით და მთავარით დავიწყებ:

დღეს ჩემი ერთადერთი ქალიშვილის და მსოფლიოში ჩემთვის უსაყვარლესი გოგოს, ქექეს დაბადების დღეა. ჩემ შვილებზე უკეთესი მე არც არაფერი შემიქმნია და მათზე ძვირფასი არც არავინ მყავს. ქექე ერთადერთი გოგოა და დღეს ათი წლის გახდა. ვულოცავ და ვჩუქნი იმას, რაც მთხოვა 

მაგრამ, სტატუსი მაინც სხვა საჩუქარზეა, რომელიც ქვემოთაა ატვირთული და ამ დღეს ქექეს და მთელ ჩვენს ოჯახს საქართველოს პროკურატურამ, თითქოს სპეციალურად დაგეგმილად და გულმხურვალე სიკეთით მოგვიძღვნა და გამოგვიგზავნა:

ქექეს, მისი საყვარელი დედის, სოფოს, და მისი უსაყვარლესი გოჭძაღლა ედგარის ფარული თვალთვალის ვიდეო. ასეა: დასდევდა ჩემ ცოლ-შვილს სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და ღირსშესანიშნავ მომენტებს აფიქსირებდნენ. ჰოი საოცრებავ და თურმე სადაბადებისდღეოდ მისაძღვნელად :))) ძალიან საყვარელი საჩუქარი გამოუვიდათ მართლა. მე, პირადად, უკეთესი ვერ მოვიფიქრე და ცოტა გულიც დამწყდა, რომ ჩემი საყვარელი გოგოს საჩუქრის შერჩევაში, პირველად მაჯობა სხვამ 

დიდი მადლობა, ძვირფასებო. ტყუილად არ მიღვრია ოფლი ჩემი სამშობლოს და, მათ შორის, ქართული პროკურატურის მუნდირის სასარგებლოდ. ძალიან დიდი პატივი მეცით და მეც არ დაგრჩებით ვალში – არ ვარ უმადური კაცი.

რამე საპასუხო და შესაბამისი საჩუქარი ჩემზეა, მოკლე“,- წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...