1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კახეთში, ხანძრის დროს 12 წლის ბიჭი ცოცხლად დაიწვა

კახეთში, გრემში, ხანძარს 12 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა, დეიდა და მცირეწლოვანი და საავადმყოფოში სხეულის დამწვრობით არიან მოთავსებულები.

ორსართულიან სახლში, ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში, მეხანძრე-მაშველებმა 12 წლის ბიჭის ცხედარს მიაკვლიეს. 

ადგილობრივები "კურიერთან" დეტალებს იხსენებენ და ყვებიან, რომ სავარაუდოდ, ოჯახის წევრებმა ღუმელში შემთხვევით ბენზინი შეასხეს, რამაც აალება და ცეცხლის სწრაფად გავრცელება გამოიწვია. მათივე თქმით, დედამ მხოლოდ 6 წლის გოგონას გამოყვანა შეძლო.

მომხდარის დეტალებზე კახეთში მერის წარმომადგენელი და გუბერნატორის მოადგილეც საუბრობენ. ირაკლი შიოშვილის განმარტებით, გამოძიების მიმდინარეობისას ოჯახს კანონის შესაბამისად დაეხმარებიან.

უბედური შემთხვევა სოფელ გრემში დილის საათებში მოხდა. ხანძრის დროს ადგილზე სულ 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...