1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით ხელით გაგვეყვანა სხდომიდან"

პეტრე ცაავა ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ​​ფაჩუაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მეუფე პეტრე ცაავამ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ ის პატრიარქმა გადააყენა.

„ვნახე მეუფე პეტრეს კომენტარი და სპეციალურად მოვედი კომენტარის გასაკეთებლად. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მეუფე პეტრემ კიდევ ერთი ტყუილი, რომ ის პატრიარქმა გადააყენა. მეუფე პეტრე გადააყენა წმინდა სინოდმა. სამწუხაროდ არ დაგვიტოვა არანაირი საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო.

მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან“, – განაცხადა მეუფე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები