2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავებაზე ხელის მოწერით, ივანიშვილი ხელს აწერს თავის სასიკვდილო განაჩენს

„100 პროცენტით პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საქმე,“ - ასე აფასებს „აგროტექნიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი, ფადი ასლი პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას.

ფადი ასლი დარწმუნებულია, რომ TBC-ის საქმის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას, რადგან ოლიგარქი ცდილობს, აღნიშნული პროცესით ანაკლიის პროექტი ჩაძიროს და ასევე, მამუკა ხაზარაძე, როგორც პოლიტიკური ოპონენტი, გაანეიტრალოს.

„ჩემი აზრით, 100 პროცენტით პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საქმე. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორ რამეს მიაღწიოს, პირველი, ეს არის ანაკლიის პროექტის შეჩერება, რადგან ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესებს. მეორე, ის ცდილობს, თავიდან მოიცილოს პოლიტიკური ოპონენტი მამუკა ხაზარაძის სახით, რადგან მას შეუძლია ხალხი შემოიკრიბოს და გადამწყვეტი როლი შეასრულოს 2020 წლის არჩევნებში, ამით ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდება ქვეყანას და ივანიშვილს, რადგან მასზე დიდი ზეწოლა განხორციელდება. ჩემი აზრით, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავებაზე ხელის მოწერით, ივანიშვილი ხელს აწერს თავის სასიკვდილო განაჩენსაც, რადგან ვეღარ გადარჩება. ზეწოლა იმდენად დიდი იქნება, რომ სრულად გაანადგურებს მასაც და პარტიასაც. ივანიშვილმა ამით ხარაკირი ჩაიტარა,“ - ამბობს ფადი ასლი.

გარდა ამისა, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას, ფადი ასლი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერის ჩათვლით საერთაშორისო პარტნიორებს ატყუებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი არ განხორციელდეს.

„მინისტრები და პრემიერი ატყუებენ ყველას, ინვესტორებს, საერთაშორისო გაერთიანებას, შეერთებული შტატების მთავრობას, ისინი ასრულებენ რუსეთის ბრძანებას, რომ პორტის პროექტი ჩაძირონ, ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ეს ქვეყანას სტაბილურობის ფასად დაუჯდეს. საქართველოსთვის ახლა ძალიან სახიფათო პერიოდია და ბევრი ამას ვერ აცნობიერებს,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

შეგახსენებთ, რომ TBC-ის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყებამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყების მათ ჯგუფურად უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...