2 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილმა საკუთარ ეზოში პლიაჟი გადათხარა, რომ აქციის მონაწილეებს გადაადგილება შეეზღუდოთ

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა შუშანია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის სახლთან არსებულ გადათხრილ გზებზე საუბრობს. itv.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:"ივანიშვილმა საკუთარ ეზოში პლიაჟი გადათხარა, რომ აქციის მონაწილეებს გადაადგილება შეეზღუდოთ და მას ძილი არ დაურღვიონ. TV-იმედმა ეს ყველაფერი მოსახლეობის სახელით შეფუთა. ჩრდილო კორეის ტელევიზიამ რომ სიუჟეტი გააკეთა - ბრაზილიას მოვუგეთო და ბრაზილიელთა გოლები ამოჭრა, იმ სტილზეა გადასული უკვე TV-იმედი. ამაზე სამარცხვინოც არ ითქმის უკვე.P.S. იმ ხალხზე ვგიჟდები, რუსთავი 2-ის სიუჟეტებს რომ არჩევდნენ თხილივით და აღშფოთებული პოსტავდნენ, ასეთ ყოველდღიურობად ქცეულ უმსგავსობებს კი ვითომ ვერ ხედავენ" - წერს გიგა შუშანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები