2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გორის Fashion week-ის ღონისძიებაზე PosTV-ის ჟურნალისტ ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

Qartli.ge-ს ინფორმაციით, ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. გუშინ საღამოსვე მასხულია და ადამაშვილი სამართლდამცველებმა პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.  

გორი „რეგიონ Fashion week“-ს სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, ღონისძიება 22 ივლისს უნდა დახურულიყო თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე ღონისძიების ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა. ინციდენტის გამო, მერიამ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ, თუმცა, მათ დასკვნითი ღონისძიება რესტორანში განაგრძეს, სადაც PosTV-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები