2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გორში მოდის კვირეულზე რობერტო მავანის გამოჩენისას ინციდენტი მოხდა

რესტორან “მზიურში” პოლიცია გამოიძახეს. “რეგიონ ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან პოს-TV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფოს მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ფეშენ ვიქის” მეორე ორგანიზატორმა ინგა სიორიძემ საღამოს ჩაშლაში პოს-TV დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ფაქტს სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვეს. ინტერნეტ ტელევიზიის წარმომადგენელმა მერიკო კარტოზიამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რესტორნიდან “რობერტო მავანის“ წასვლა მოითხოვეს, შენობა დატოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები