0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რევოლუციას რომ აწყობთ, ან თვალს დაკარგავთ, თავიც შეიძლება დაგორდეს - კომპოზიტორი ნადარეიშვილი

რევოლუციას რომ აწყობთ, ან თვალს დაკარგავთ, თავიც შეიძლება დაგორდეს - ამ განცხადებით, კომპოზიტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ზურაბ ნადარეიშვილი, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მიმართავს. 

ზურა ნადარეიშვილი ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პოსტის კომენტარში წერს:

"როცა ახალგაზრდები რევოლუციას აწყობთ, უნდა იცოდეთ, ჩემო კარგო, რომ ან თვალი დაგეკარგებათ, ან საერთოდ თავიც შეიძლება მოძვრეს ვინმეს და დაგორდეს! აბა, როგორ გინდათ?! რევოლუციაც და თან არაფერი გეტკინოთ?! ასე სად არის? დავდო ახლა აქ პარიზში დასახიჩრებული მწვანეჟილეტიანების სურათები? დაგუგლეთ და ნახეთ. გადადგა საფრანგეთის მთავრობა? იქნება არჩევნები და ვინც გადასაყენებელია - გადააყენეთ. ასეთია წესი. თუ უწესოდ იქცევით, მზად უნდა იყო, რომ რაღაცას იტკენ!", - წერს ის.

კითხვას, დააფიქსირა თუ არა პოზიცია სახელმწიფო კონსერვატორიამ აქციის დარბევის შესახებ, კომპოზიტორი პასუხობს, რომ კონსერვატორია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ განცხადებები აკეთოს მიმდინარე მოვლენებზე.

"იქ თავისუფალი ადამიანები მუშაობენ, ზოგი მიტინგზე წავა და ზოგი სახლში, მათი ნებაა!", - აღნიშნავს ზურა ნადარეიშვილი.

ამავე პოსტის კომენტარებში ის წერს, რომ უამრავი კომპანია რუსეთს აქვს ნაყიდი და ეს მაშინ მოხდა, როცა ის ხალხი იყო ხელისუფლებაში, რომლის დაბრუნება ახლა აქციის მონაწილეებს რევოლუციით სურთ. მისი თქმით,ოკუპაცია სწორედ მაშინ მოხდა და "მაშინ არ მოგდომებიათ პარლამენტში შევარდნა".

"ჰო, უამრავი კომპანია რუსეთს აქვს ნაყიდი! დღეს გაიგეთ ხო ეს ამბავი! როდის აქვს ნაყიდი, იკითხეთ მერე! აი, ეს ხალხი რო იყო ხელისუფლებაში, ვისი მოყვანაც ახლა გინდათ რევოლუციით, მაგათ დროს! და ეს ოკუპაციაც, ახლა რო გაგახსენდათ რატომღაც, ეგეც მაგათ დროს მოხდა და მაშინ არ მოგდომებიათ პარლამენტში შევარდნა - ეს რა გაგვიკეთეთო! ეგ არის ცრუქაქუნა, ნაცური პატრიოტიზმი და ვერანაირად ვერ მოხდება ხელისუფლების შეცვლა ისე, როგორც თქვენ გინდათ. იმიტომ, რომ სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ ამ ქვეყანაში იმათ გარდა, ვინც იქ დგას მოედანზე! მიშა მშვილდაძის მადლი გფარავდეთ!", - წერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...