0 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ს საელჩო უცხოელებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

აშშ-ს საელჩო უცხოელებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. განცხადება, საელჩოს ოფიციალურ twitter-ის გვერდზე გავრცელდა. აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა უცხოელებს შვებულების საქართველოში გატარებას ურჩევს. 

Twitter-ის გვერდზე აშშ-ის საელჩომ ასევე გამოაქვეყნა ამერიკელი დიპლომატის, ერინ ჯარეტისპოსტიც, რომელიც საქართველოში ცხოვრების საკუთარი გამოცდილებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს:

"საქართველომ ნამდვილად დაიპყრო ჩემი გული. მე ყველა ჩემს მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევდი, რომ #გაეტარებინათ თავიანთი ზაფხული საქართველოში - და ისინი უკვე აქ არიან! ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრ სტუმარს ვუმასპინძლეთ, მათ შორის ჩემი მშობლების ჩათვლი, რომლებმაც უკვე დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და გაეცნენ სუფრის ტრადიციებს კახეთში. 

საქართველოს უმდიდრესი ისტორიული და კულტურული წარსული აქვს, მაგრამ მე უფრო მეტად ველოდები იმას, თუ რას მოიტანს მომავალი. საოცრად შთაგონებული და მოტივირებული ვარ იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას" - წერს ჯარეტი.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები