0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ილიას სამართლის ინსტიტუტი მიმართავს საკანონდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შეასრულოს 13 პუნქტიანი რეკომენდაცია

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი)  საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს. 

ორგანიზაციამ, მულტიდისციპლინური ჯგუფის დახმარებით, 13 -პუნქტიანი რეკომენდაცია შეიმუშავა. მათ შორის არის:  ძალადობის პირველადი რეაგირების წესების შემოღება,  ძალადობის შეტყობინებისა და რეაგირების სისტემის შექმნა, ბულინგთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება,  კიბერუსაფრთხოებისა და სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების შემოღება, მშობელების, ბავშვებისა  და მასწავებლების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის სტატისტიკის წარმოება. 

პროექტის პარგლებში მომზადებული 13 რეკომენდაცია წარედგინათ:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს
საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსსაქართველოს იუსტიციის სამიმნისტროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსსაქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტსსაქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსსაქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს

ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) ახორციელებს პროექტს "ადვოკატირება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ სისტემის შესაქმნელად/ "მიმეგობრეთ! მარტო ვარ სკოლაში."  პროექტი ხორციელდება ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით. პროექტის ამოცანაა,  გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დიალოგი  იმ მიზნით, რომ ხელისუფლებამ ქმედითი პასუხი გასცეს ბულინგის პრობლემას სკოლებში; აგრეთვე, პროექტის ამოცანაა, ბულინგის პრობლემაზე საზოგადოებრივი დისკუსიის გააქტიურების გზით ამ საკითხისადმი საზოგადოების მგრძნობელობის   გაზრდა. 
ყველა რეკომენდაცია შემუშავებულია, ორგანიზაციის მხარდაჭერით შექმნილი, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ.  

მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობაში არიან: 


 ელენე სიჭინავა და  ეკა ციმაკურიძე - ა(ა)იპ ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) წარმომადგენლები
 მაია გედევანიშვილი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი
 მაია ცირამუა -ა(ა)იპ საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი
 ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი-ა (ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლებ
 თამარ მუმლაძე და თამთა საამიშვილი-ა (ა) იპ გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები 
 თამაზ ახობაძე- ა(ა)იპ არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის წარმომადგენელი.      

ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) მიერ მომზადებული რეკომენდაციები სრულად:

რეკომენდაცია 1: ცხელი ხაზის (ჰელფლაინის ) შექმნა და პოპულარიზაცია
რეკომენდაცია 2:  ბულინგისგან დაცვის  რეფერირების   სისტემის შექმნა
რეკომენდაცია 3:  სკოლებისთვის  ბულინგის შემთხვევაზე პირველადი რეაგირების  წესების  შემუშავება
რეკომენდაცია 4: ბულინგთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება
რეკომენდაცია 5: სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების შემოღება  
რეკომენდაცია 6: კიბერუსაფრთხოების სწავლების შემოღება   
რეკომენდაცია 7: სკოლების მიერ ბულინგისგან თავისუფალი გარემოს შექმნის   სამოქმედო გეგმის მიღება  და განხორციელება
რეკომენდაცია 8: სკოლაში ბულინგის პრევენციისა და რეაგირების შიდა მექანიზმების   შემოღება
რეკომენდაცია 9: სკოლების წახალისება ბულინგთან ბრძოლაში
რეკომენდაცია 10:   მასწავლებელთა და ბავშვებთან კომუნიკაციაში მყოფი სკოლის სხვა თანამშრომლების   პერმანენტული გადამზადება  
რეკომენდაცია 11: მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბულინგის  საკითხებზე
რეკომენდაცია 12: სპეციალური ვებგვერდის შექმნა და პოპულარიაზაცია
რეკომენდაცია 13: ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკის წარმოება 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...