0 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მეუბნებოდა დედიკო შენ რამე ხომ არ დაგემართებაო. ბოლო 3 დღე ფანჯრებს კეტავდა მეშინიაო” – 14 წლის გოგონა “ლურჯი ვეშაპის” კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებულია

“ლურჯი ვეშაპის” კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული. 14 წლის გოგონა ბავშვთა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში უკვე მე–5 დღეა მკურნალობს. მას გვიან ღამით თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი უკვე 2 კვირაზე მეტია უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ფიზიკური დაზიანებების მიყენებას საკუთარი თავისთვის. შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რაც მშობლებს ეჭვს უჩენდა, რომ მას ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა.

14 წლის გოგონას ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ირკვევა, რომ პოლიციამ დაზარალებულის მობილური ტელეფონი ამოიღო, თუმცა მასში ყველა ზარი და შეტყობინება უკვე წაშლილი იყო.

“ვიღაცას ემესიჯებოდა, შევიდა სახლში, ტელეფონი შეაერთა დასატენად, დაწვა და წამოუვიდა პირიდან დუჟი. მე არ ვიცი ვინ მოწამლა, რას ერჩოდნენ ცემს შვილს, მაგრამ ფაქტია რომ ბავშვი არის მოწამლული. პოლიცია არაფერს არ აკეთებს, სანამ არ ჩავრიეთ ხალხი, პოლიციის თანამშრომლებმა, გამომძიებელმა ექსპერტიზას არ გადასცა ტელეფონი რომ ამოეღოთ ზარები,”-აცხადებს გოგონას მამა, გიორგი ჭახელიძე.

14 წლის მოზარდის დედა კი იხსენებს, რომ ბავშვი ბოლო დროს დეპრესიული იყო.

“ფიზიკურად აღენიშნება ნისანი რომელიც ექიმებმაც კითხეს რომ რა არის და არ ვიცი იმიტომ რომ წინა საღამოს არ ჰქონია – ნაჩხვლეტებია და მრგვლად აქვს თეთრი ლაქები. ბავშვი იყო ბოლო დროს დეპრესიაში, მეუბნებოდა დედიკო შენ რამე ხომ არ მოგივა და დაგემართება. ბოლო 3 დღე ფანჯრებს კეტავდა მეშინიაო,”-აცხადებს ინგა ბურდული.

ბავშვის დეიდა, ინეზა ბურდული კი ამბობს, რომ მოზარდმა ტელეფონიდან ყველა ზარი და მიმოწერა წაშალა. ის სამართალდამცავებს არასათანადო რეაგირებაშიადანაშაულებს და განმარტავს, რომ პოლიციამ ამდენი დღის განმავლობაში ვერ შეძლო ვერცერთი ინფორმაციის აღდგენა. 

“ეს ბავშვი ალბათ ასრულებდა დავალებებს როკ ნელ-ნელა შეჩვეოდა იმ ტკივილს, რომ სუიციდი არ გასჭირვებოდა,”- აღნიშნა ინეზა ბურდულმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...