0 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ვილაპარაკებ იმაზე, თუ რატომ არ ელაპარაკება ზაზა სარალიძე რ2- ს, რომელმაც შექმნა სარალიძის საქმის ფენომენი"

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა :

კვირას, განსხვავებულ აქცენტებში, ბევრს ვილაპარაკებ, რატომ აღარ ელაპარაკება ზაზა სარალიძე რუსთავი 2ს. არხს, რომელმაც არათუ გახსნა ეს საქმე, არამედ, საერთოდ, შექმნა სარალიძის საქმის ფენომენი. და რატომ ელაპარაკება იგივე ზაზა სარალიძე ტვ იმედს, რომელიც მონსტრს აკეთებდა მთელი წელიწადნახევარი მისგან. რატომ ბომბავს დღეს მხოლოდ პროკურატურას და საერთოდ რატომ გააქრო ნარატივიდან შსს, რომელმაც სინამდვილეში პირველმა გააფუჭა საქმე და მერე გააპრავებია პროკურატურას. ვისი ინსტრუმენტია სარალიძე დღეს და ვის პირდაპირ ინსტრუქციებს ასრულებს, ნებსით თუ უნებლიედ (ამაშიც გავერკვევით).

ვილაპარაკებ მორიდების გარეშე, როგორც მე მჩვევია. უსამართლობისას დანდობა არ ვიცი, მოგეხსენებათ, და არანაირ სტატუსს ანგარიშს არ გავუწევ, ესეც მოგეხსენებათ.”

მსგავსი სიახლეები