0 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ასე რატომ მიგვატოვე, საყვარელო მუხბე! - 25 წლის ბეთქილ გულბიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

თვითმკვლელობის მორიგი შემთხვევა საქართველოში - 25 წლის  ბეთქილ გულბიანმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში(სვანების დასახლება). ახალგაზრდა მამაკაცი ახლობლებმა სოფლის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ბეთქილ გულბანს ცოლი და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

უვაჟკაცესი და ყველასთვის საამაყო ბიჭი დავკარგეთ - ბეთქილ გულბიანი.
ნათელში იყოს შენი სპეტაკი სული, მუხბე! 

ვერ ვაკავებთ მწუხარებას
ცრემლად გადმოხეთქილს,
შენი წასვლით ჩამოგვექცა
ზეცა, ძმაო, ბეთქილ!

სვანეთის მთებს ატორტმანებს
მოთქმა სვანურ ზარის
და მუხლს იყრის შენს ცხედართან
ლაშხელების ჯარი.

ახლა, ყოფას გამწარებულს

ჩვენც სიკვდილი გვიჯობს,
ასე რატომ დაგვამწუხრე,
მხიარულო ბიჭო!

მუხბე, ეს რა ტკივილია,
ცრემლიც აღარ გაშრა,
ამ ცხოვრებამ როგორ გძლია,
გულუშიშარ ვაჟკაცს!

ნათელი ცა გაშავდა და
თითქოს მზეც თავს იხრჩობს,
რატომ აღარ იღიმიხარ,
ჯიგრიანო ბიჭო!

ღმერთმა მოგვცეს ძალა ამ ჭირს
მედგრად რომ დავუხვდეთ!
ასე რატომ მიგვატოვე,
საყვარელო მუხბე!

ბევრი გავა უშენობით
დარდიანი წლები,
მიდიხარ და მაინც ჩვენთან,
მაინც ჩვენთან რჩები.

ვერ ვაკავებთ მწუხარებას
ცრემლად გადმოხეთქილს,
შენი წასვლით ჩამოგვექცა
ზეცა, ძმაო, ბეთქილ!

ჩოლურელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...