0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვდარდობ, მაგრამ საკრებულოს არ ვტოვებ,"- ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა

სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.
ნანა კოსტავას თქმით, მას ამომრჩეველმა თხოვა, რომ ქუთაისის საკრებულოში მუშაობა გააგრძელოს.
"ქვეყანაში იმდენი პრობლემა ხდება, ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ჩემი ამბით გავაღიზიანე ეს ხალხი. რაც შეეხება მანდატს, ამ დღეების განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა მითხრა, გოგო სად მიდიხარ, შენი მართალი სიტყვა უნდა ისმოდეს საკრებულოშიო, ჰოდა დავრჩები,"- აცხადებს ნანა კოსტავა. 

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, - ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ასევე დეპუტატი გარიცხეს გენდერული საბჭოდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები