0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სერგეენკო: "რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა, არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება"

სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიაში ცდომილება 2,7%-ია. ამის შესახებ განცხადება, ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. 

„აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის ვერც სოციალური დახმარების მინიჭების. ასე, რომ არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება და შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება. ამის პროცენტიც იზომებოდა წლების განმავლობაში და 2015-2016 წლებში ცვლილებების გატარებამდე, ეს იყო 5,1% და ახლა შემცირდა 2,7%-მდე, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი ცდომილებაა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება. 

სოციალური დახმარებების მინიჭების მეთოდოლოგიის ცვლილების ძირითადი ნაწილი მიმართული იყო რამდენიმე სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. ერთი - მინიმუმამდე ჩამოსულიყო სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა შემფასებლისგან და მეორე - საჭიროებები ორიენტირებული ყოფილიყო უფრო მათზე, ვისაც მაქსიმალურად სჭირდებოდათ ეს,“ - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები