0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით გარეჯში აქცია პატრიარქის მოწოდებით დაიშალა

დავით გარეჯში აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეები ადგილზე დარჩენას დღის ბოლომდე აპირებდნენ, თუმცა პატრიარქის მოწოდებით, მათ აქცია ჩიჩხიტურის კოშკთან ჯაჭვის შეკვრით დაასრულეს.  

„გარეჯი საქართველოა ჩვენ კავკასიის შვილები ვართ“ - დავით გარეჯის ლავრიდან ჩიჩხიტური კოშკამდე მსვლელობა ათასობით ადამიანმა გამართა. ადგილზე სასულიერო პირები და მომლოცველები 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ. 

აქცია-მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობას გეგმავდნენ.    თუმცა, დღეს აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯის სიახლოვეს არ გამოჩენილან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები