0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მე რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ არ ვყოფილიყავი, მაგდას მეგობარი მამაკაციც…” – რას ამბობს მაგდა პაპიძის დედა აღაიანში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

აღაიანში 16 წლის გოგოს მიერ 7 თვის შვილის მკვლელობა საზოგადოების აქტიური განხილვის საგნად იქცა. სოციალურ ქსელში ბევრმა ეს საზარელი ამბავი მაგდა პაპიძის საქმეს შეადარა, რომელიც უვადო პატიმრობას ქმრისა და ასევე მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისთვის იხდის.

მაგდა პაპიძის დედა, ლია პაპიძე ამბობს, რომ ასეთი პარალელები უადგილოა, ვინაიდან აღაიანის საქმისგან განსხვავებით მისი შვილის საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს.

„ამ გოგოს საქმეში, ყველაფერი აშკარაა. იქ სხვა ვარიანტი არც განიხილება და როგორც მოვისმინე თვითონაც არ უარყოფს დანაშაულს. ჩემი შვილის დანაშაული ის არის, რომ მას მეგობარი ჰყავდა, მაგრამ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.  ამას უამრავი რამ მოწმობს. მით უმეტეს, გამორიცხულია მაგდას საკუთარი შვილი მოეკლა, ისეთი გიჟი დედა იყო. გარდაცვვალებამდე ომარი (მაგდა პაპიძის ქმარი) საშინლად იყო ნაცემი, ამას მაგდა ფიზიკრუად ვერ შეძლებდა. ასე რომ ეს პარალელები, რაც ბოლო დღეებში ვრცელდება სოციალურ ქსელში, სრულიად უადგილოა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლია პაპიძე.  

მისი მტკიცებით, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობაში რამდენიმე პირი ფიგურირებს, რადგან ამ ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა. მაგდა პაპიძის დედა ვარაუდობს, რომ მომხდარი მისი შვილის სასიყვარულო ურთიერთობას უკავშირდება.

„მე რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ არ ვყოფილიყავი, მაგდას მეგობარი მამაკაციც არ ეყოლებოდა და ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. თავად მაგდაც ამბობს, რომ მისი ერთადერთი დანაშაული სწორედ ეს არის. მე უფრო ამას ვუკავშირებ მოხმდარს. ერთ სკოლაში სწავლობდნენ ომარი და ის ბიჭი, კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. შეიძლება შეეშინდა, ვინმე მიუგზავნეს. ომარის ნაცემიც კი ჰყავდა ეს ბიჭი“, – ამბობს ლია პაპიძე.   


primetime.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები