0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლაგოდეხის ნაკრძალში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის ნაკრძალში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ ნაკრძალის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ უთხრა, ბავშვის ცხედარი იმ კლდის ქვეშ იყო შეტანილი, სადაც ჩანჩქერიდან გადმოსული წყალი გადის.

ბავშვის ცხედარს ლაგოდეხში დაახლოებით 3 საათში გადმოასვენებენ.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 16 საათისთვის მოხდა. თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე ბავშვი ნინოსხევის ჩანჩქერის ქვემოთ მდინარეში ბანაობდა. ერთ-ერთი მათგანი დაგუბების ნაპირთან ახლოს მივიდა, საიდანაც წყალი კიდევ სამი მეტრის სიმაღლეზე ვარდება. გოგონამ დინების საწინააღმდეგოდ გამოცურვა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და წყალს გადაჰყვა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა გახდა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმედებაში გამოიხატა.

მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ემუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


reginfo.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...