0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სასწავლო პროცესი შეწყდა - ჭიათურაში აქციას სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ

მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში, საყოველთაო სახალხო გამოსვლაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც გაფიცულმა მუშებმა „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაღაროელების ქალაქი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. სასწავლო პროცესი შეწყდა, ქუჩებში სკოლის მოსწავლეებიც გავიდნენ.

ქუჩაში მაღაროელებთან ერთად რიგითი მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებიან. ისინი მაღაროელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ჭიათურიდან კომპანიის გაძევებას ითხოვენ.

„უსამართლობაა, ხალხი იხრჩობა მტვერში, ნაგავში, არაფერი შემოსავალი არ აქვთ. გამოვედი ჩემი შვილებიანად და ვდგავარ ქუჩაში. გაიფიცა ყველაფერი, იმედია დაგვეხმარებიან,“-ამბობს აქციის მონაწილე.

პარალელურად, გაფიცული მუშების ერთი ნაწილი მე-11 დღეა შიმშილობს. მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას  არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული. ნაწილმა რამდენიმე დღის წინ პირი ამოიკერა. 

ისინი მთავრობის წევრებს მოუწოდებენ ჩავიდნენ ჭიათურაში და დაიცვან გაფიცული მაღაროელების უფლებები. მოშიმშილეები ამბობენ, რომ კომპანია დათმობაზე არ მიდის.

„სათავისოდ გვთავაზობენ ისევ, ზღაპრებს. ცდილობენ დაგვიყოლიონ, მერე ვიცით რაც მოხდება, წავა რეპრესიები თანამშრომლებზე.  ვერ ასრულებთ?-მიბრძანდით, დაგვანებეთ თავი,“-ამბობს აქციის მონაწილე ფრიდონ შერგილაშვილი.

გაფიცული მეშახტეები ამბობენ, რომ პროტესტი ქალაქის ქუჩებში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. დღეს ჭიათურაში თითქმის ყველა მაღაზია დაიკეტა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...