0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვინ არის 85 წლის მამაკაცი, რომელმაც ოჯახის ორი წევრი და ორი მეზობელი დახოცა?

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

85 წლის ომარ გამყრელიძეს გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში უკვე დაიკითხენ მოწმები, ასევე გამოკითხული ბრალდებული მამაკაციც.

4 ადამიანის მკვლელობასა და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ გუშინ დააკავა. ის საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რას ყვება 85 წლის კაცი, რომელმაც შვილი, რძალი  და მეზობელები – დედა და შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, მოხუცი დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ბუჩქებში დამალულმა, მისთვის უცნობმა პირმა მოკლა.

ირკვევა, რომ ომარ გამყრელიძეს უკვე დიდი ხანია ოჯახის წევრებთან კონფლიქტი ჰქონდა, – ამის შესახებ სოფელ ყანდაურაში მოკლული ქალის ნათესავი საუბრობს.

როგორც მოკლული რძლის დეიდა ამბობს, წყვილს შვილი არ ჰყოლია. ისინი 10 წელი იყვნენ ქორწინებაში. მამამთილი კი ფიქრობდა, რომ მისი უძრავი ქონება რძალს თავისი ახლობლებისთვის უნდოდა.

„ოჯახში უკმაყოფილება იყო, სულ ჩხუბი იყო. თავიდან ერთად ცხოვრობდნენ, შემდეგ ცალკე აიშენა მამამთილმა სახლი და გადავიდა. ხშირად მოდიოდა ხოლმე და ამბობდა, ეს სახლი ჩემი აშენებულია და უნდა ვიაროო. ჩემს დიშვილს ეჩხუბებოდა უშვილო ხარ და სახლი შენი ძმიშვილებისთვის გინდაო“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილი ქალის დეიდამ.

ადგილობრივის თქმით, ოჯახს ძალიან უჭირდა. მეზობლები ყვებიან, რომ ომარ გამყრელიძეს ბადიაურში ვენახები აქვს. მას სულ სამი შვილი ჰყავდა. ის წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა შვილს და რძალს. ბრალდებულთან ურთიერთობას სოფელში ყველა ერიდებოდა.

მოკლულ შვილს ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც ადგილობრივი ამბობს, რძალი კარგი და მშრომელი გოგო იყო, ვინაიდან ოჯახს ძალიან უჭირდა, ახალგაზრდა გოგო მინდვრებში მუშაობდა და ბოსტნეულს ჰყიდდა.

მეზობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული ომარ გამყრელიძე წარსულში პირუტყვის ქურდობისთვის არის ნასამართლევი. კაცმა საპატიმრო 1989 წელს დატოვა.

შეგახსენებთ, გუშინ საგარეჯოში 85 წლის კაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...