0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"თავს ნუ მოვიტყუებთ – ბელადს, რომელიც არჩევნების შედეგს წინასწარ წერს, ვერასდროს ვერ მოუგებ, მით უფრო, ვერც გადამწყვეტ 2020 წელს"

"თავს ნუ მოვიტყუებთ – ბელადს, რომელიც არჩევნების შედეგს წინასწარ წერს, ვერასდროს ვერ მოუგებ, მით უფრო, ვერც გადამწყვეტ 2020 წელს"-ამის შესახებ მწერლი და ექიმი ზურაბ ოდილავაძე სოციალურ ქსელში  წერს :

"არჩევნები თუ რევოლუცია?

ზუგდიდის მერის არჩევნებში კვლავ ორი ძალა იბრძოლებს – ბელადის მუქთამჭამელები და გაერთიანებული ოპოზიცია.

არჩევნებში გამარჯვებას შემდეგი ორი ფაქტორი განსაზღვრავს: ამომრჩეველი და კანდიდატი.

1. ამომრჩეველი

ელექტორატის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლებისადმი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია – უკმაყოფილება დღეს პიკზეა! ამჯერად ბელადს "სისხლიანი ცხრა წლით“ მასების მობილიზაცია, ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინება თუ კოორდინატორების არმია ვეღარ გადაარჩენს. მას მხოლოდ ერთი გზით შეუძლია მოგება – სასურველი შედეგი პირდაპირ დაწეროს და გამოგვიცხადოს. ეს მან ერთხელ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ უკვე გააკეთა. შემდეგ თავისივე გამოგონილი ციფრები უკან წაიღო და მეორე ტური დანიშნა. თუ რა გზით გაიმარჯვა მაშინ, ესეც ყველასთვის ცნობილია...

2. კანდიდატი

ამაზე პოპულარული კანდიდატი, როგორიც დღეს ოპოზიციას ჰყავს, წარმოუდგენელია. ის სამეგრელოში მაქსიმალური მხარდაჭერითაც სარგებლობს და მის უკომპრომისობაში (იმაში, რომ უკან არ დაიხევს და ბოლომდე ივლის) ეჭვიც არავის ეპარება.

შესაბამისად, ცხადია, რომ ზუგდიდში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება გამორიცხულია. თუ ეს მაინც მოხდა, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა, რომ ივანიშვილი კანონიერი გზით ძალაუფლების დათმობას არ აპირებს, რაც პირადად ჩემთვის დღესაც ცხადია. ბელადი ბოდიშს არ მოიხდის და თავისი ფეხით ციხეში არ წავა...

დასკვნა კი შემდეგია: 

1. თავს ნუ მოვიტყუებთ – ბელადს, რომელიც არჩევნების შედეგს წინასწარ წერს, ვერასდროს ვერ მოუგებ, მით უფრო, ვერც გადამწყვეტ 2020 წელს;

2. თუ ოპოზიცია ამ გაყალბებასაც უხმოდ მიიღებს და ზუგდიდის არჩევნებს დათმობს, 2020 წლამდე სასწრაფოდ და კარდინალურად უნდა გადახალისდეს გუნდი, ხოლო ბრძოლის მეთოდები მკვეთრი რადიკალიზაციისკენ შეიცვალოს.

არჩევანი მარტივია და სადა – ომში გამარჯვება არაორდინალურ გადაწყვეტილებებს, კომფორტის ზონის დატოვებასა და თავგანწირვას მოითხოვს... დანარჩენი სულ ბოლია – ბოლი და ოცნებები!

ზ.ო. – 2019, აპრილი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...