0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“წლის წიგნის” პრეზენტაცია

დღეს, 10 აპრილს,  განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შემაჯამებელი ჟურნალის, “წლის წიგნის” პრეზენტაცია გაიმართა.  ფედერაცია “წლის წიგნს” უკვე მეშვიდე წელია გამოსცემს და მასში თავმოყრილია გასული სეზონის მანძილზე ფედერაციის მიერ ორგანიზებული ჩემპიონატები და ღონისძიებები, აგრეთვე ყველა ის აქტივობა, რომელიც  ფედერაციამ განახორციელა და მონაწილეობა მიიღო. გარდა ამისა, პირველად, “წლის წიგნის” მთლიანი მასალა ითარგმნა ინგლისურ ენაზე.

იმის გამო, რომ კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალური განაცხადი დააფიქსირა ფიბაში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ და ბოლო პერიოდში ფედერაციის ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო ამ პროცესზე, “წლის წიგნის” პრეზენტაცია შედარებით გვიან გაიმართა. აგრეთვე, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო მასპინძლობს 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, რისთვისაც კალათბურთის ფედერაცია უკვე აქტიურად მუშაობს. მრავალი ღონისძიებისა და ჩემპიონატის გარდა, მნიშვნელოვანია წიგნის გარეკანი – რომელზეც გამოსახულია საქართველოს ეროვნული ნაკრების თილისმა, ყველასთვის კარგად ნაცნობი ლომი „ჯეო“ და მისი საკალათბურთო ოჯახი, რომელიც კალათბურთის გულშემატკივარმა პირველად სპორტის სასახლეში, ჩვენი ეროვნული ნაკრების ესტონეთთან დაპირისპირების დროს იხილა.

მომავალი სეზონიდან „ჯეოს“ ოჯახის წევრები მხარს დაუჭერენ და უგულშემატკივრებენ ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ჩემპიონატებს. აღნიშნული სიახლე ფიბამაც მოიწონა, რადგან მხარდაჭერაში თილისმების მთლიანი ოჯახის ჩართვა არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.

სპორტული სამყაროს მრავალ წარმომადგენელთან ერთად, ღონისძიებას დაესწრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე – ბატონი მიხეილ გიორგაძე, რომელმაც იმედი გამოთქვა 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით და კალათბურთის ფედერაციას ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა აღუთქვა. 

დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ ასევე ვეტერანი კალათბურთელი ქალბატონები, საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებსაც ფედერაციის პრეზიდენტმა – ბატონმა პაატა გურასპაულმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას სურს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადოს ჟურნალის დიზაინერს – მარიამ რუსიშვილს გაწეული შრომისთვის, პარტნიორებს, სპონსორ კომპანიებს და მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე „წლის წიგნის“ გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის და გაწეული სპონსორობისთვის დიდი მადლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კომპანია პსპ-ს, კომპანია „ცოდნისას“ და ფედერაციის ახლადშეძენილ პარტნიორ აჭარასპორტს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...