0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნიკა გვარამიას პასუხი ტელეკომპანია "იმედს"

ნიკა გვარამია ტელეკომპანია "იმედს" პასუხობს. საუბარია რეპორტაჟზე, რომელიც „იმედის კვირამ“ მოამზადა და სადაც ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსული და გაკრიტიკებული იყო მისი ლექსიკა ფეისბუქ ლაივებში. 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტელეკომპანია "იმედმა" შეასრულა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება.

„ლაივები რატომ ჩათვალა რომ სატელევიზიო გამოსვლაა არავინ არ იცის. მე პირად სივრცეში რას ვილაპარაკებ, ესეც "იმედის" საქმე ყოფილა. სინამდვილეში ვიცით რა მოხდა. ეს არის რეაქცია დედა მოტ...ულ სვავზე. ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ ამ კაცმა გადმოკვეთა წითელი ხაზი  და ახლა უპასუხეთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პასუხი, პირდაპირ სტალინური ამბავია. ეს არის ტოტალური გამოყ... ება, ბოდიში ყველას,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას ფეისბუქ ლაივების შემდეგ ემუქრებოდნენ. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მას არ ეშინია და მისთის სულ ერთია, რა ფორმით დაემუქრებიან მას. ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აპირებს რიტორიკა შეცვალოს.

„ეს მუქარაც მიმიღია, ცემის მუქარაც  მიმიღია იმიტომ რომ მითხრეს, რომ გაიხსენე ვალერი გელაშვილიო. ფეხებზე მკიდია. გინდა მცემეთ, გინდათ გაავრცელეთ ფარული  კადრები. მე ავისხლიტავ ამ ყველაფერს. პირდაპირ როგორც კი ლაივი ჩაიწერა. მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს, არც დაკითხვები არაფერი არ მაინტერესებს. ფეხებზე მკიდია, გინდათ ჩემი ცემა, მიდით მიაწექით, ჩემს ნაცემ კადრებსაც მთელი მსოფლიო იხილავს. მოკვლა გინდათ, გააგრძელეთ. შევალ ისტორიაში დიდებულად რომ ჩემს გამო თქვენ დაემხობით. მაინც დედა მოტყ... სვანია ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"იმედის" რეპორტაჟს "კვირის აქცენტების" სტუმრებიც გამოეხმაურნენ. პარტია "რესპუბილიკელების" წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რეპორტაჟი რომელიც გავიდა „იმედზე“ ძალიან ჰგავდა საბჭოთა რეჟიმის პერიოდის დაკვეთილ ქმედებას.

„უფრო მგონია, რომ რაღაც სულ მთლად ეს ზემოდან დაკვეთაა. ახალ უცებ გაახსენდათ ყველაფერი, რაც ილაპარაკე შენ ზურაბიშვილის არჩევნების დროს, რაღაც ხუთი თვის წინ, ექვსი თვის წინ, ძველი რაღაც კადრებიც იყო ამოღებული მოკლედ სერიოზული ნამუშევარია. ეს ყველაფერი იყო ასეთი რუბრიკა გაზეთ „კომუნისტში“ „რედაქციაში წერილი მოვიდა.“ მოვიდა წერილი და მერე იწყებოდა დიდი ამბავი, ეს იყო ძველ საბჭოთა უსაზიზღრესს ტრადიციებთან გაკეთებული რაღაც ღონისძიება,“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

რეპორტაჟს გამოეხმაურა ექსპერტი ნოდარ ხარშილაძეც. მისი თქმით ის მეთოდიკა, რომელსაც ნიკა გვარამია იყენებს, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.

„20 წლის წინ ალბათ შენ არ გააკეთებდი ამას, 20 წლის წინ იგივე ადგილზე რომ ყოფილიყავი იმიტომ, რომ სხვა ტაქტიკებით მუშაობდა მედია. დღეს უკვე რომ შევხედოთ, ტრამპის მეთოდიკას, რომ შევხედოთ, ზელენსკის, ბრექსიტელებისმეთოდიკა ძალიან ეფექტიანია და მუშაობს. ადრე იდგნენ ხოლმე ჰალსტუხიანი მამაკაცები და ჰყვებოდნენ რაღაცას. იცვლება ყველაფერი.  ვის მოწონს არ მოწონს ეს გემოვნების საკითხია. ფაქტია, რომ მუშაობს ეს ყველაფერი,“-აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...