0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპირფარეშოს მოლარე ქალმა მამაკაცი, რომელმაც ფული არ გადაიხადა, საპირფარეშოში ჩაკეტა

კურიოზი ოზურგეთში, ავტოსადგურზე მდებარე საზოგადოებრივ საპირფრეშოს მოლარე ქალმა, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობს და ყურადღებას აქცევს მიმდებარე  ტერიტორიას, საღამოს მისული კლიენტი, რომელმაც  „ბუნებრივი მოთხოვნილება  დაიკმაყოფილა“ და ფული არ გადაიხადა, საპირფარეშოში ჩაკეტა.

კურიოზი დღეს საღამოს მოხდა, ავტოსადგურზე,  სადაც სხვადასხვა სოფლის მიმართულებით მიმავალი რამოდენიმე  სამარშუტო ტაქსი დგება. ამ ამბავს, რამოდენიმე ათეული მგზავრიც შეესწრო. მათი ყურადღება, ქალის განწირულმა კივილმა და ჩხუბის ხმამ მიიქცია, გარედან უბრახუნებდა კარს და ლანძღავდა საპირფარეშოში გამომწყვდეულ მამაკაცს:

"არ გადაიხდი და კი იქნები მანდ, მომინდომა უფასოდ "ტუალეტში" სიარული, მიბრძანდი და სადაც გინდა იქ "მიაფსი“, ეგდე მანდ მთელი ღამე, არ წაიღეს ჩემი ნერვები? - გაჰკიოდა ქალი განწირული ხმით, ბოლოს  კარგა გვარიანადაც შეუკურთხა გამომწყვდეულს და გამწარებულმა კარსაც რამოდენიმეჯერ მიარტყა ფეხი. კურიოზი კი დიდი დავიდარბის და ხალხის ჩარევის შედეგად „მსხვერპლის“ გათავისუფლებით დასრულდა.

(ფოტო კავშირში არაა მასალასთან)

ავტორი: "გურიის მოამბე"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები