0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,2018 წელს სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი"


2018 წელს სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული შემაშფოთებელი ვითარება არ გაუმჯობესებია, რაც მისი არსებითი ნაკლოვანებებით იყო განპირობებული.

სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ასევე სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე მიმდინარე გამოძიების შედეგებსა და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, რაც 2017 წლის მაჩვენებელს (128 ფაქტი) მნიშვნელოვნად აღემატება. აქედან, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 19 შემთხვევაში.

„საქართველოს საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი განაჩენების ანალიზით დგინდება, რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე. საქმეთა დაახლოებით 69% (22 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, რაიონულ პროკურატურას დაუბრუნდა,” - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარშში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები