0 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიწის ქვეშ მოყოლილ მუშას გეორადარის მეშვეობით ეძებენ

„მიმდინარეობს ძებნა, ხელით ეძებენ მაშველები, რადგან თუ ცოცხალია, ასე ჯობს”- განაცხადა გეომორფოლოგმა ლაშა სუხიშვილმა. ჭავჭავაძის გამზირზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს მხოლოდ ცოცხალი ძალა ასრულებს და მაშველები ტექნიკას არ იყენებენ.

ამასთან, ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის გეომორფოლოგის თქმით, სპეციალური ხელსაწყოთი მოხდება დადგენა, თუ სად შეიძლება მიწისქვეშ იმყოფებოდეს ადამიანი.

„ჩვენ დავეხმარებით გეორადარით, რათა ზუსტად მოხდეს იმ ადგილის სკანირება, თუ სად შეიძლება მიწისქვეშ ადამიანი იმყოფებოდეს“, – განაცხადა  ლაშა სუხიშვილმა.

უკვე იპოვეს 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი. 40 წლის მამაკაცს კი ამ დრომდე ეძებენ.

ჭავჭავაძის გამზირის #5-ში მშენებლობაზე მიწის მასა დღეს საღამოს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები