0 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მამა მაღაროელი იყოო ჭიათურაში და შეუმცირებიათ, დედა საბაგიროს მემანქანეო...” - ვინ იყო 26 წლის ბიჭი, რომელიც დღეს, ვაკეში, მიწის ჩამოშლას ემსხვერპლა

ჟურნალისტი ლაურა აბრამია დღეს ვაკეში მომხდარ ტრაგედიაზე წერს:

"ახალგაზრდააო, სულ რაღა 26 წლის, რომელიც სულ მალე ოჯახის შექმნას აპირებდაო, ეს წუთია ჩემი ყოფილი მოსწავლე მწერს,  ვაკეში მიწის ჩამოშლას რომ ემსხვერპლა დღეს იმ ბიჭზე....

სულ რაღაც 26 წლის დათო აბესაძე, მამა მაღაროელი იყოო ჭიათურაში და შეუმცირებიათ, დედა საბაგიროს მემანქანეო და ოთხი და-ძმიდან უფროსი ყოფილა დათო, ძალიან უჭირდათო ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისში, თბილისში სადაც, ყველგან თხრიან,..... სადაც ყველგან შეიძლება გათხარო :((  იქაც კი,  სადაც მიწა შეიძლება ჩამოიშალოს და ერთი სიცოცხლე  და მეორეს ეძებენ.... ბიჭი ემსხვერპლა ამ განუკითხაობას, ბიჭი,  რომელიც სულ მალე საოცნებო ოჯახის შექმნას გეგმავდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შეჭირვებულ ოჯახს საარსებოს აწვდიდა თავისი ოფლით :( 

 აი, რა ხდება სიკვდილის ქალაქში, დიახ სიკვდილის, ისეა გაცემული აქ სამშენებლო ნებართვები, რომ ყოველდღიურად მსგავსი უბედურება ხდება და როდის, როდის უნდა შეჩერდეს  ეს სასაკლაო ? !"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები