მსოფლიო
თბილისში, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრეებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს
2019-03-22 18:39:33
თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს.
უწყების ცნობით, აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.
ცნობისთვის, ინანიშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
კომენტარები