0 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ჭირის და ლხინის სუფრა არ გვეშლება გურულებს,რა შეიქნა ის 1კილო ყველი ასეთი სალაპარაკო მთელი 2 სერია" - გურულების საყვედური ჩცდ-ს

თამუნა მახარაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ „ფეისბუქ“-გვერდზე განაწყენებულ წერილს აქვეყნებს,სადაც წერ, რომ ჩცდ-ს ახალ სეზონში  გურიის სოფელი ცუდად არის წარმოჩენილი და ამის გამო, გურულების სახელით, საყვედურს გამოთქვამს

„მოგმართავთ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“, გადამღებ ჯგუფს და სცენარისტებს, ჯერ ერთი საერთოდ არ ვუყურებ მაგ სერიალს, მეორეც ის რომ, მე როგორც სოფელ ლიხაურის ერთ ერთი მაცხოვრებელი, ძალიან მეწყინა რომ, ასე გაპარტახებულად წარმოაჩინეთ ჩვენი სოფელი, მართალია გურიაში დიდი გაჭირვება და სიღარიბეა, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე როგორც მაგ ფილმში გადაიღეთ და აჩვენეთ, ჭირის და ლხინის სუფრა არ გვეშლება გურულებს, მით უმეტეს მიცვალებულის პატივისცემა განსაკუთრებულადაა ჩვენში, მარტო , „მჭადი და ლობიო“ რომ აჩვენეთ ვითომ და სადილად ჩათვალეთ, რა შეიქნა ის 1კილო ყველი ასეთი სალაპარაკო მთელი 2 სერია, ყველი არ ჰქონიათო, რომ გაიძახდით, კარგი ბატონო ყველი ( ვერ დავიჯერებ მაგას, მაგრამ), ვთქვათ და არ იყო აღარც მწვანილი იყო არავის ბოსტანში და აღარც ერთი თეფში მჟავე იშოვებოდა, რომ დაგედოთ სუფრაზე და გადაგეღოთ ლამაზად? რა ვიცი სცენარში ისე გაქვთ დაწერილი, თუკი ვინმე გაბედნიერდა. ყველა მაგ ცხონებულ ქალთან ჩამოსულა და დავიჯერო ახლა ყველას პატივისმცემელმა „ტატიანამ“, მთელს სოფელს მისი ვალი ჰქონია, მჭადით და ლობიოთი ხვდებოდა სტუმრებს და ისიც ახალდაქორწინებულებს, თქვენ ვერ მიიხვედრეთ, რა დაგედოთ და როგორ გეჩვენებინათ გურული სუფრა, თორემ დარწმუნებული ვარ, ცხონებულ „ტატიანას“ ყველიც ექნებოდა და გემრიელ ხაჭაპურსაც გამოაცხობდა…

და კიდევ ერთი, კი მაინტერესებს რომელ დიასახლისს აქვს " ქვიჯა” (ფილთაქვა) გატეხილი, ეს რა მოსატანი იყო სერიალში, ვერ გამიგია, ამდენი წელია, მაქ ვცხოვრობ და ჯერ არ მსმენია, რომელიმე დიასახლის ფილთაქვა გაეტეხოს, არამც თუ მეზობლის საკუთარიც კი, ვერ დავიჯერებ, რომ იმ უბანში, სადაც ეს ფილმი გადაიღეთ, მასე მშრალად ისტუმრებდნენ მიცვალებულს, მე ვცხოვრობ მაგ უბანთან ძალიან ახლოს და რომ ვიცი, იმიტომაც ვწერ ყოველივე ამას, ძალიან მიკვირს და ნაწყენი ვარ, რომ ასე სამასხარაოდ და ასე დაღატაკებულად წარმოაჩინეთ დიდი ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის)  მშობლიური სოფელი.

სულ რამდენიმე ხნის წინ გადაიღეს ლიხაურში ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე, ყოველივე ამის შემდეგ როგორ იფიქრეთ რომ ასე დაჩაჩანაკებულად და ასე სამასხარაოდ აგეგდოთ სოფელი, უბანი, ხალხი, იმ კუთხის სამეზობლო და ვითომდა გურული სატირელის სუფრა, არ ვართ მთლად მასე წასული ხელიდან გურულები და მითუმეტეს " ლიხაურლები”, მართალია ბევრი მომენტი რეალური და ყოველდღიური ცხოვრებისეული ეპიზოდებიც არის სერიალში, ზოგიერთი რამ მომეწონა და კიდეც ვიმხიარულე, მაგრამ რამაც გული დამწყვიტა და რაც მეწყინა, რომ არ მომეწერა ვერ მოვითმინე, დიდ ბოდიშს გიხდით ასეთი მწარე სიმართლისთვის.

ჭირისა და ლხინის სუფრა საქართველოს არც ერთ კუთხეში არ ეშლებათ და ყველა კუთხემ უაღრესად კარგად იციან სტუმარ-მასპინძლობა და პურ-მარილი, მაგრამ ასე ხელწამოსაკრავები ნამდვილად არ ვართ არც  გურულები, არც გურული ადათ- წესები, არც ჩვენებური სუფრა და პურ-მარილი და არც გურია, სხვათა შორის (იმ ატალახებულ ეზოში ერთი ტომარა ნახერხი დაგეყარათ, მადლი იყო)“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...