0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ბოლომდე იბრძოლაო სიცოცხლისთვის და ვერ მოერია ამ სენს სამწუხაროდ...“- სურამის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი სპარტაკ ბუკია გარდაიცვალა

სურამის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი სპარტაკ ბუკია სიმსივნით გარდაიცვალა.

სპარტაკ ბუკიას შესახებ, ჟურნალისტი ლაურა აბრამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

 „80 იანი წლების დასასრულს 90 იანების დასაწყისში, ცნობილი მოვლენების დროს, ეროვნული მოძრაობისხანაში გულანთებული იდგა ჩვენს გვერდით, იყო მშვიდი და გაწონასწორებული ეს ბიჭი, სწავლობდა მაშინ,დიდი სიახლოვე არ გვქონია,  მაგრამ მახსოვს ერთხელ ხუმრობით მითხრა, ბიძაჩემს რატომ უჩმახებ შენო 🙂დირექტორი იყო იმხანად ჩვენი მეურნეობის ბიძამისი და მე სკოლა ახალდამთავრებული კომუნისტურიდეოლოგიას ავუმხედრდი როგორადაც ეს შესაძლებელი იყო .... 

მოკლედ არც ის ვიცოდი სურამის  ფსიქიატრიულის ხელმძღვანელი რომ ყოფილა, აქ, ამ სივრცეში კომენტარებში გადავიკვეთებოდით ხოლმე,არც ის ვიცოდი, რომ მძიმედ ყოფილა ავად და ამასწინათ ის ფოტო ვნახე, რომელსაც სხვადასხვა უხერხულინიშნით  დაატარებდნენ კედლიდან კედელზე, ბლოგიდან ბლოგზე, თვალებით ვიცანი ეს ბიჭი, ელდამეცა,სკამიდან ვერ ვდგებოდი, გული გამიხდა ცუდად, იმ საზიზღარ კომენტარებს რომ ვკითხულობდი,ვირუსივით ვრცელდებოდა, ერთი გოგოს პოსტს ბულინგის ნიშნით, 60 ზე მეტი გაზიარება ჰქონდა, არადა მე მივხვდი რომ რაღაც დამართნია .... სპარტაკ ბუკიას დეიდაშვილს ალიკა კუპრავას მივწერე, სასწრაფოდ  რაღაც მოვიმოქმედოთ, არ უნდა ნახოს მან ეს ყველაფერითქო, არც მისმა შვილებმა...   ვისაც ვთხოვე, ყველამ  სხვათაშორის მობოდიშებითაც კი მაშინვე აიღო მასზე დადებული პოსტი...

მერე ძალიან კარგი ბიჭის ტვ იმედის ჟურნალისტის ვაკო წიკლაურის პოსტი გახდა მეორე დღის მთავარი"ნიუსი", ის ფოტო და კომენტარები ნახა და რეანიმაციაში მოხვდაო, არადა საბედნიეროდ არ უნახავს, ის  უკვე დამძიმებული იყოო ძალიან - მითხრეს....

თვალებბრიალა სიცოცხლით სავსე კაცი, ასეთი იყო ეს ბიჭი, ღირსეული მეუღლე, 4 შვილის მამა, უფროსი 21წლის...

.... ბოლომდე იბრძოლაო სიცოცხლისთვის და ვერ მოერია ამ სენს სამწუხაროდ...გარდაიცვალა... ამბობენ  დიდი ამაგი ჩადოო სურამის ფსიქიატრიულის რეაბილიტაციის საქმეში.

.... იყო ფოტო, რომელზეც ნახევარმა საქართველომ იქილიკა და სირცხვილი ამისთვის იმ ნახევარ  საქართველოს და იყო კაცი, რომელმაც ღირსეულად იცხოვრა და დარჩა ბევრი საკეთებელი, ბევრი სითბო დასიყვარული გასაცემი და არის გულისამომგლეჯი  ფოტო, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლო დღეებიდანაა...მითხრეს რომ მისი უმცროსი შვილი ასე არ შორდებოდა მამას, მის ფეხებში იძინებდა, არ მიდიოდა სახლში.

აქვეა ფოტო არქივიდან - 9 აპრილის ერთი წლის თავზე,  მეგაფონით სპარტაკი  .... ნათელში იყოს კიდევ ერთი კარგი ქართველი, სპარტაკ ბუკია“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...