0 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო ტექნიკა გადაეცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობა 2 სახანძრო მანქანას გადასცემს. საგრანტო პროექტის პრეზენტაცია და ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოში გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა დაესწრო.

იაპონიის მთავრობის "გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების" (GGP) პროგრამის ფარგლებში შეძენილი ახალი მანქანები ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის არის განკუთვნილი. ახალი სახანძრო ტექნიკა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკის - ბორჯომ-ხარგაულის დაცული ტერიტორიების დაცვას მოემსახურება. როგორც იაპონიის საელჩოში განაცხადეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკონსერვაციო ცხელ წერტილებში მოხვდა. ახალი, რთულ რელიეფზე გათვლილი სახანძრო მანქანები კი ცეცხლის ჩაქრობას განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებშიც შეძლებენ, რაც საქართველოს ეროვნული პარკის დაცვაში დაეხმარება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იაპონურ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ტყის 2 სახანძრო ავტომობილი და მეხანძრე-მაშველთა მომზადება განკუთვნილია სამცხე- ჯავახეთის რეგიონისთვის, კერძოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის. ეს მხარე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად რეგიონს ტყის ხანძრებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ძალზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებაში", - განაცხადა ლევან კაკავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...