0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია – თქვენ ეს დაიმსახურეთ"

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს:

"ხაზარაძის აფრიალებული წერილის არ გჯერათ? ნებისმიერს შეეძლო დაეწერა ხომ?! მაშ, მისმინეთ პროკურორებო და მოსამართლეებო. ახლა აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში. 

მცირე მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. 2014 5 ივლისია. “კაპეზედან” სასამართლოში მიმიყვანეს. პროკურორი ჯერანაშვილი გირაოს დამძიმებას და წინასწარ პატიმრობას ითხოვს, მაგრამ ფორმალური საფუძველი ვერ გამონახა. 

უცებ საქაღალდიდან აძრობს რაღაც ფურცელს და ამბობს – ესაა მუქარის წერილი, რომელიც უგულავამ მოწმე გიორგი კაპანაძეს {რიჟა} ლონდონში “შავი კაცის” მეშვეობით გადასცა. გაოგნდა ყველა. ბრიტანეთის სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში მოვითხოვეთ გამოძიება. მოსამართლე გოგინაშვილმა უდრტვინველად გაიზიარა “შავი კაცის” ვერსია. ასე დაიწყო ჩემი იძულებითი სამეცნიერო მივლინება. 

გოგინაშვილი აპელაციაში უვადოდ გამწესდა, ჯერანაშვილი თბილისის პროკურორის მოადგილე გახდა. შეკითხვა – იმ “შავი კაცის” წერილზე ჩემი ანაბეჭდი იყო? მუქარის ტექსტი უგულავების საგვარეულო სიგელზე იყო სისხლით ამოტვიფრული? რატომ იყო ის სარწმუნო და გახარიას ხაზარაძისისადმი წერილი საეჭვო? ხომ არაფერი გამოგიძიებიათ. გაგიგიათ რა არის ორმაგი სტანდარტი ან შერჩევითი სამართალი რა არის? 

გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია – თქვენ ეს დაიმსახურეთ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები