0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

გლდანში, მესამე ა მიკრორაიონში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები