0 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყაზტრანსგაზ-თბილისი ავრცელებს თებერვლის თვეში დედაქალაქში  ხელმეორედ ჩაჭრილი კუსტარული გაზგამათბობლების და წყალგამაცხელებლების   სტატისტიკას რაიონების მიხედვით. 

გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების ყველაზე ხშირი დარღვევა სტატისტიკურად გლდანის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში დაფიქსირდა. ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა ის ოჯახები შეამოწმეს სადაც ცოტა ხნით ადრე , დარღვევები დააფიქსირეს და გაზის დანადგარები ჩაჭრეს. განმეორებითი შემოწმების დროს კი ბინებში მეპატრონეებს თვითნებურად ქონდათ აღდგენილი გაზის მიწოდება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც აღნიშნულ ბინებში მცხოვრებლებს ისე მათ მეზობლებს, რადგან მოიხმარენ ღია კამერიან მკვლელ დანადგარებს და ასევე ხშირად საკვამლე მილი დაერთებული აქვთ  კორპუსის სავენტილაციო არხთან, რაც კატეგორიულად აკრძალულია. მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ სხვა ოჯახების ჯანმრთელობას.

გლდანი  -399ჩუღურეთი 378ნაძალადევი-349სამგორი 306ისანი -200ნუცუბიძე-160ვაკე- 150კრწანისი 147ვაზისუბანი -121სანზონა - 106მთაწმინდა- 85საბურთალო 58წყნეთი-47დიდუბე-23დიღომი 23

გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩახსნათ ღია კამერიანი გაზის დანადგარები და გაითვალისწინოთ ყაზტრანსგა-თბილისის სპეციალისტების რეკომენდაციები. გახსოვდეთ CO ბუნებრივ გაზზე საშიშია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები