0 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წავკისი-თბილისის გზაზე ავტოავარიას 18, 20 და 23 წლის ბიჭების სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ავტომობილით დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, საჭეს 18 წლის ახალგაზრდა მართვის მოწმობის გარეშე და არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები კი მანქანიდან გადმოცვივდნენ.

სამივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ სამაშველოს, სასწრაფოს და პატრულის ეკიპაჟები. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები