0 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქართული ოცნება" ისტორიას ჩაბარდება სწორედ იმიტომ, რომ ხელი აქვს ჩაკიდებული „მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანზე“- ანა დოლიძე

ან ხელისუფლება გადაწყვეტს სასამართლოს ბედს, ან სასამართლო გადაწყვეტს ხელისუფლების ბედს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების" მიერ კონცეფციის წარდგენაზე განუცხადა, რომელიც სასამართლო სისტემაში რადიკალური რეფორმების გატარებას გულისხმობს.

„ქართული ოცნება" ისტორიას ჩაბარდება სწორედ იმიტომ, რომ ხელი აქვს ჩაკიდებული „მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანზე“. რადიკალური ცვლილებები, რადიკალური ტრანსფორმაცია ამ სფეროში საჭიროა. ყველა ნაბიჯი, რომლის მიზანი იქნება „კლანის“ ალაგმვა, შესაძლებლობის მიცემა ჩვენი პროკურატურისთვის, რომ კარგად ჩაიხედოს არის თუ არა კორუფციის ნიშნები სასამართლო ხელისუფლებაში, რა ხდება დანიშვნების მიღმა, ყველა ეს ინსტრუმენტი, რომელიც ამას ემსახურება, იქნება მისასალმებელი. სამწუხაროდ, მე ეჭვი მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას" დღეს აქვს ნება, რომ ამ სიტუაციას ხელი მოკიდოს და თუ ის ამას არ გააკეთებს, შემდეგი ხელისუფლება გააკეთებს უდავოდ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები