0 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მომავალი სასწავლო წლიდან მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება

მომავალი სასწავლო წლიდან მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება - ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ  განაცხადა.

როგორც გორგოძემ აღნიშნა, გამოცდა მოსწავლის ცოდნას შეაფასებს და მის კლასში ჩატოვებაზე ორიენტირებული არ იქნება.

„გამოცდები რომ გავაუქმეთ და თვალი დავხუჭეთ, ამას დააკომპენსირებს ის, რომ შეფასებებს ჩვენ სკოლის დონეზე ჩამოვიტანთ ანუ გავაკეთებთ შეფასებას მე-6 და მე-10 კლასის ბოლოს. ისე არ იქნება, რომ ხელი ავიღეთ შეფასებებზე. ვეცდებით ისე გავაკეთოთ ეს შეფასებები, რომ რაღაცაში სარგებელი მოგვიტანოს. საფეხურის ბოლოს შეფასება საშუალებას მისცემს ბავშვს, მასწავლებელს, მშობელს დაინახოს, სად არის პრობლემა და როგორ შეიძლება ეს გამოსწორდეს. ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე არ უნდა იყოს მაღალი რისკის გამოცდა და მოსწავლეები ამის გამო არ უნდა ჩავჭრათ“, - განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, მე-6 და მე-10 კლასებში ჩატარებული გამოცდა მოსწავლეებს რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჩაჭრის.

„თავიდან დიაგნოსტიკური უნდა იყოს ეს გამოცდა. ვნახოთ, როგორ იმუშავებს. უკვე ვმუშაობთ, რომ მე-10 და მე-6 კლასებში გავაკეთოთ შეფასება, რომელსაც ცენტრალიზებულად ჩვენი ცენტრი ჩაატარებს. მომავალი სასწავლო წლიდან მოხდება პილოტირება. წელს უკვე ვმუშაობთ, რომ პილოტირების ინსტრუმენტები შევქმნათ. წლის ბოლომდე თუ მოხერხდება, გავაკეთებთ პილოტს, თუ არადა, მომავალი წლისთვის გადავიტანთ ისე, რომ შემდეგ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარებთ ასეთ გამოცდას. ახლა, მე-10 კლასის ბოლოს ეს გამოცდა ვერ ჩატარდება, ამისთვის მზად არ ვართ“, - განაცხადა გორგოძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...