0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არასწორად იყო დამონტაჟებული გამათბობელი "ნიკალა" - თბილისში CO-ს დაგროვების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

თბილისში, კნოლევის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი „ნიკალა“ გახდა.  გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი. ისინი სავარაუდოდ ოთახში დაგროვილმა  CO-მ იმსხვერპლა. ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. ასევე ოთახი, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, უკვე შეამოწმეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა. კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ლეფსვერიძე ადასტურებს, რომ ოთახში გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

„ჩვენ წარმომადგენლებს დახვდათ ორი ადამიანი გარდაცვლილი, არასწორდდამონტაჟებული ღია წვის დანადგარი "ნიკალა" გამათბობელი, რომელიც იყო ჩართულ მდგომარეობაში. წინასწარი ვარაუდით არის იმის შესაძლებლობა, რომ იყოს CO, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას,"-განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები