0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,სახლში შემოვარდა პოლიციის ექვსი თანამშრომელი და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს.. მამაჩემი ამ „ოპერაციიდან“ ხუთ დღეში გარდაიცვალა"

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” სოციალურ ქსელში ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მე ანი აროშიძე ვარ, 19 წლის. 31 იანვარს, ღამის 2-ის ნახევარზე, ჩემს სახლში შემოვარდა კრიმინალური პოლიციის ექვსი თანამშრომელი და საკუთარი ოჯახისა და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს.მამაჩემი ამ „ოპერაციიდან“ ხუთ დღეში გარდაიცვალა.

მე არ ვაბრალებ მამას სიკვდილს პოლიციელებს, მაგრამ მე ბრალს ვდებ ქართულ სახელმწიფოს იმაში, რომ მამაჩემს საკუთარი შვილის მომავალზე დარდი საფლავში ჩააყოლეს.

მე ახლაც ბრალდებული ვარ და სასამართლოს ველოდები.

მოგიყვებით, რა გადამხდა თავს.

პოლიციელები სახლში რომ შემოგვივარდნენ, სიმსივნის მეოთხე სტადიის დიაგნოზით ლოგინად ჩავარდნილი მამაჩემი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.ის მოატყუეს, უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით მიბარებდნენ პოლიციაში და მალევე გამომიშვებდნენ სახლში.

ასე აღმოვჩნდი ციხეში.

ლოგინად ჩავარდნილი მამასთვის ნარკოტიკული ინექციის გარეშე ყოფნა წამებას ნიშნავდა, მორფინის გამოტანაზე პასუხისმგებელი პირი კი მე ვიყავი.

ჩემი გატაცება-დაპატიმრების შემდეგ დედას ერთი დღე დასჭირდა, რომ მორფინი ჩემ ნაცვლად გამოეტანა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მამაჩემი წამებისთვის გაიმეტა.

ამიტომაც არ მაქვს უფლება, ეს საქციელი ვინმეს ვაპატიო.მამაჩემის ნაცვლად ვერ ვაპატიებ.
ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერზე გულწრფელად მოვყვე, მათ შორის, საკუთარ „დანაშაულზე“.

ჩემი დანაშაული ისაა, რომ მე ვნახე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გავუგზავნე ის სამ მეგობარს არა საჯაროდ, არამედ პირად ჩატში, ისევე როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა გააკეთა ეს.

არ მგონია, რომ ეს საქციელი მისაბაძია და ბოდიშს ვუხდი ქალბატონ ეკა ბესელიას ჩემი ბავშვური, უაზრო გართობის გამო, მაგრამ მე კრიმინალი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ და მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამისთვის, დავამტკიცებ, რომ სახელმწიფო დამნაშავეა ჩემი ოჯახის, მამაჩემისა და ჩემი მეგობრების წინაშე, რომლებიც ამ აბსურდის გამო ახლაც ციხეში სხედან.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პოლიცია სპეცოპერაციას ჩაატარებდა ჩემ დასაპატიმრებლად, თანაც ასეთი აბსურდული ბრალდებით.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა მომენტი, რომელიც ისე რადიკალურად შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას სამყაროზე, ადამიანებზე, თავისუფლებაზე, როგორც ციხეში გატარებულმა ამ რამდენიმე დღემ.

დღემდე არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს.ციხიდან კვირას გამომიშვეს, 1000 ლარიანი გირაოთი – ეს მაქსიმუმი იყო, რისი სესხებაც დედაჩემმა შეძლო.
სამშაბათს მამა გარდაიცვალა.

მინდოდა ყველაფერზე ხელი ჩამექნია და დავმალულიყავი, მაგრამ ჩემი მეგობრები ციხეში ისევ სხედან, იგივე ბრალდებით, და მე გადავწყვიტე ყველაფერი გავაკეთო მათ დასახმარებლად.

გადავწყვიტე, მამაჩემს დავუმტკიცო, რომ მისი შვილი კრიმინალი არ არის.ამიტომ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მე არ ვარ კრიმინალი, რადგან ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, მე არ გადამიღია და საჯაროდ არ გამივრცელებია კადრები, და ვერასდროს წარმომედგინა, რომ დამიჭერდნენ იმ ვიდეოს გამო, რომელიც საჯარო სივრცეში – ინტერნეტში ვიპოვე და სამ მეგობარს ვაჩვენე.

მე არ ვარ კრიმინალი და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, დამეხმაროთ ამის დამტკიცებაში”. – წერს აროშიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...