0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სექსუალური ორიენტაციის გამო, მამამ არასრულწლოვან შვილს ქონება წაართვა

2019 წლის 7 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების სარჩელი, რომლითაც ყადაღა დაედო იმ ქონებას, რომელიც მამამ სექსუალური ორიენტაციის გამო, თავის შვილს მოტყუებით წაართვა.

სასამართლო გაეცნო “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების წარდგენილ შუამდგომლობას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია რომ ყადაღის გამოუყენებლობა გააძნელებდა, ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევდა სადავო ან დარღვეული უფლების განხორციელების შეუძლებლობას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

საქმე შეეხება უძრავ ქონებას, რომელიც ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს, გ.ფ-ს 5 წლის წინ აჩუქა. მას შემდეგ, რაც გაიგეს გ.ფ-ს სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ეს ქონება მამამ – კ.ფ-მ, ბაბუამ და მამიდამ ერთი წლის წინ ჯერ გადააფორმეს ისევ ბაბუის სახელზე, შემდეგ კი მამიდაზე.

კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა. აღსანიშნავია ის, რომ მამის ეს ქმედება განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით –  მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს.

„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებმა სწორედ ეს გარემოება მიუთითეს სარჩელში, რომ მოპასუხე მხარემ, დისკრიმინაციული მოტივით გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული ზომა, რათა არასრულწლოვანი გ.ფ დაეტოვებინა საკუთრების და თავშესაფრის გარეშე.

შვილის სახელზე აღრიცხული ქონების გაჩუქებამდე, მამა შვილზე ძალადობდა სისტემატურად: კვირაში ორჯერ, ან სამჯერ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოძალადე მამა 2018 წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სარჩელის წარდგენაც იქნებოდა მაპროვოცირებელი და შეეცდებოდნენ მაქსიმალურად შეშლოდა ხელი გ.ფ-ს დარღვეული უფლების აღდგენას.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების მიზანია, რომ გ.ფ-მ აღიდგინოს დარღვეული უფლება და დაიბრუნოს ქონება, რომელიც მისი საკუთრება იყო.

თუ თქვენი უფლებები ირღვევა თანასწორობის მოძრაობა მზადაა, რომ უფასოდ იურიდიული მომსახურება გაგიწიოთ და თქვენი ინტერესები დაიცვას.

"თანასწორობის მოძრაობა"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...