0 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სახელმწიფო ვერ/არ ასრულებს თავის უპირველეს ამოცანას - დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება" - ნონა წოწორია მოზარდის მკვლელობას ეხმაურება

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ცნობილი იურისტი, ნონა წოწორია რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმაურება. 


"ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ. ამოსუნთქვას ვერ ასწრებ, რომ ერთ უბედურებას მეორე მყისიერად მოსდევს. მივეჩვიეთ. მორიგი ტრაგედია დღეს დატრიალდა, რასაც 13 წლის ბიჭი შეეწირა რუსთავში. 


კიდევ ერთხელ მოხდა იმის დემონსტრირება, რომ სახელმწიფო ვერ რეაგირებს საგანგებო სიტუაციებზე, რითაც ის ვერ/არ ასრულებს თავის უპირველეს ამოცანას - დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება. 


კონკრეტული დამნაშავეების გასამართლებით სახელმწიფოს ვალდებულებები არ ამოიწურება. მხოლოდ ისაა პასუხისმგებელი სტრუქტურულ და სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც იწირავენ ადამიანებს. არაფერი მიუთითებს, რომ საჭირო ცვლილებები გარედან დიდი ზეწოლის გარეშე განხორციელდება. 


ამიტომ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად სამართალწარმოების დაწყება მიმაჩნია, რომლის საბოლოო მიზანიც ევროსასამართლოში საქმის შეტანა იქნება. მართალია, ეს საკმაოდ ხანგრძლივი გზაა, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესი არ ჩანს. ნებისმიერ შემთხვევაში, სამართლებრივი დავა მხოლოდ ხელს შეუწყობს სხვა ინიციატივებს, რომელიც შეიძლება არსებობდეს ან მომავალში წარმოიშვება", - წერს ნონა წოწორია.


იხილეთ მკვლელობის დეტალებ



კომენტარები

მსგავსი სიახლეები