0 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი გაუთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დიპლომს, რაც ნიშნავს, რომ საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (მე-9 კლასი) პროფესიის შესწავლის პარალელურად ე.წ. სასკოლო საგნებს სრულად გაივლიან და სურვილის შემთხვევაში, ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. 

ასევე სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (მე-12 კლასი) შეეძლებათ, ისწავლონ პროფესიულ პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებული იქნება დამსაქმებელთა მონაწილეობით.

დაინერგება მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები – ე.წ. ზრდასრულთა გადამზადება, რაც ბაზარზე არსებული მოთხოვნების (ვაკანსიების) შესაბამისად მოხდება და მოსახლეობის უნარების განახლებასა და ახალი კომპეტენციების შეძენას ისახავს მიზნად.

ამასთან, იწყება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვა. ეს გულისხმობს დამსაქმებლის ჩართულობას პროფესიული პროგრამების განხორციელებაში, გაცვლითი პროგრამების დანერგვას, საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას და სამუშაოზე დაფუძნებული დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდას.

პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური ტექნოლოგიების სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები, რაც ხელს შეუწყობს პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებები კერძო სექტორთან მაქსიმალური ჩართულობით მოხდება. რეფორმა საპილოტე რეჟიმში 2019 წლის მარტიდან დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების პროფესიულ სასწავლებლებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროფესიული განათლების რეფორმის პრეზენტაცია დღეს წარადგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...