0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და მას არანაირი ცვლილება არ შეეხება"

განათლების  მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და მას არანაირი ცვლილება არ შეეხება.

მისივე თქმით, გამოცდებთან დაკავშირებით მიღებული და უკვე გაჟღერებული გადაწყვეტილებები საბოლოოა და მას მეტი აღარაფერი დაემატება.

„მინდა გითხრათ, რომ „ჯიარის“ სტანდარტამდე ძალიან შორს ვიყავით ზოგადი უნარების ტესტით. ფაქტობრივად, ყველა ბავშვს უნდა შეძლებოდა „ჯიარის“ გადალახვა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან რთულია. ჩვენი ხედვა არის ის, რომ სკოლა, როგორც ინსტიტუცია, უნდა გავაძლიეროთ და ორიენტაცია უნდა იყოს სკოლაში სწავლის პროცესზე. დღევანდელი შედეგი იყო ის, რომ ბოლო წლებში არა მარტო სკოლის დროის, არამედ მშობლის რესურსიც კი მიმართული იყო ჩრდილოვან განათლებაში. ყველა პარამეტრი, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა, გვაძლევდა პასუხს, რომ ეს სისტემა არ არის ეფექტური. ნებისმიერი საერთაშორისო პრაქტიკა საუბრობს იმაზე, რომ თუ სკოლა არ გავაძლიერეთ, როგორც ინსტიტუცია, არ გავზარდეთ უმაღლესი განათლების ხარისხი, ისე შედეგებამდე ვერ მივალთ. შუალედურმა სისტემებმა სადამდეც მიგვიყვანა, დღეს ვხედავთ. ამ თვეების განმავლობაში ვიკვლევდით ამას, ბევრ ექსპერტთან ვლაპარაკობდით და გადაწყვეტილებები ისე იქნა მიღებული“, - განაცხადა მინისტრმა.

ბატიაშვილის თქმით, გამოცდებთან დაკაშირებულ სხვა კითხვებს პასუხები მომავალ კვირას, სავარაუდოდ, ორშაბათს გაეცემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...