0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მეჩვიდმეტე „საბა“ დაიწყო

ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“  მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო.   წელს „საბას“  საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარს იქნება.

ცვლილებებია ჟიურის შერჩევის წესშიც. ჟიურის შემადგენლობას „საბას" საკონსულტაციო საბჭო დაამტკიცებს, რომელშიც შედიან „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, „ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი“, „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ და  „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“. ჟიურის ვინაობა,  ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება და დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ვინაიდან შარშან, ფრანკფურტის კონტექსტიდან გამომდინარე, პრემია არ გაცემულა ნომინაციებში „საუკეთესო პიესა“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ჟიური წელს განიხილავს 2017 და 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკას.

 

კონკურსზე წიგნების წარდგენა ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge განაცხადების მიღება 25 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 10 ნომინაციაში გამოავლენს:

1.      საუკეთესო რომანი

2.      საუკეთესო პოეტური კრებული

3.      საუკეთესო პროზაული კრებული

4.      საუკეთესო პიესა

5.      საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6.      საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7.    საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8.      უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9.      ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

10.  ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

საკონკურსო წიგნების სია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge გამოქვეყნდება, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები განთავსდება და მკითხველს საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

 

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ 2002 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები თუ ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა. 

წელს, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო სექტემბერში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...